სებასტიან მოლინეუსი: „მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია“

სებასტიან მოლინეუსი: „მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია“

access_time2020-09-17 15:08:12

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ძლიან კარგად უპასუხა კორონავირუსის გამოწვევებს, გაატარა რა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ღონისძიება“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალური დაცვისა და სოციალური ზეგავლენის თვალსაზრისით; მესამე - ეს არის ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები ეკონომიკის ისეთი სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორი. „ამიტომ, ზოგადად, ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო მთავრობის მეირ განხორციელებული ღონისძიებები“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა.



სებასტიან მოლინეუსის თქმით, როდესაც ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 26%-ს შეადგენს, ის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი სექტორია, რომელსაც დღეს მხარდაჭერა სჭირდება.




„ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის წლიური მაჩვენებელი 16-18%-ით შემცირდა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს ტურიზმზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ საპასუხო ღონისძიებებს ამ უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. პირველი: მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა უსაფრთხო დანიშნულების ადგილია ამ თვალსაზრისით. მეორე - საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელია განვავითაროთ ციფრული ტექნოლოგიები, რათა საქართველოში ჩამოსულ ტურისტს შეეძლოს ისარგებლოს უკონტაქტო ტექნოლოგიებით, მათ შორის, ე.წ. „კარიდან-კარამდე“ ტრანსპორტირებისას, როდესაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უშუალო კონტაქტები. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ტურიზმის სექტორის მხრიდან ინვესტირებას ციფრულ ტექნოლოგიებში“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა.



ამასთან, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდეს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირება. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი, სხვა დეველოპერ პარტნიორებთან ერთად, ამ სამივე კომპონენტში - მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მხარს დაუჭერს საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად აუცილებელი ღონისძიებების გატარების პროცესში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up