სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს; მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით

სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს; მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით

access_time2021-04-05 18:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.


სებასტიან მოლნეუსმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის დროს საქართველოს საჭიროებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან დასაფასებელია მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ასეთი რთული გამოწვევების დროს.



პრემიერმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით არაერთი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც ჯამში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელს, რომელიც 12 აქტიური საინვესტიციო და განვითარების პროექტისგან შედგება და ჯამში 928 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს პირველი შეხვედრა იყო მთავრობის ახალ მეთაურთან. მსოფლიო ბანკის სახელით მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე. საუბარი დავიწყეთ ახალი კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიმოხილვით და შევეხეთ ვაქცინაციის პროგრამას. ხაზი გავუსვით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დაცვას შესაძლო მესამე ტალღისგან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანა. მოხარული ვარ, რომ მთავრობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე რამდენიმე საკვანძო სფეროში: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ადამიანური კაპიტალი. შევეხეთ ასევე კონკურენციის საკითხებს, რეფორმებს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი გვაქვს. მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო განსახილველი საკითხი იყო ადამიანური კაპიტალი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო და მამოძრავებელი ფაქტორი, თან სტრატეგიული მიდგომის ნიშანი იმისა, რომ მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა არსებობდეს საქართველოს მომავლის შესახებ. მთავრობას მხარს დავუჭერთ ამ სტრატეგიის უზრუნველყოფასა და ქმედითად ქცევაში. ამ პროცესში წვლილს შევიტანთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ანალიზით და მისი განხორციელების ინსტრუმენტების უზრუნველყოფით“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრის შემდეგ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up