სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე - ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე - ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს

access_time2021-01-19 15:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



სებასტიან მოლინეუსმა იმ 3 საკითხებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება, მათ შორის ახალი კორონავირუსი და მსოფლიო ბანკის დახმარება ვაქცინაციის პროცესში.




„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხისთვის ვაქცინაციის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება მოხდეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტები და სტრატეგია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანას - მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს - დახმარებია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ამჯერად, მზად ვართ საქართველოს დავუჭიროთ მხარი ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო საკითხი იყო სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რაც სამომავლოდ კონკურენციის ხელშეწყობას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის შექმნას გულისხმობს“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.










საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up