ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ავსტრია ეკონომიკის განახლების მიზნით, „მწვანე სერთიფიკატის“ შემოღებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
„ევროკავშირს ვერ დაველოდებით,“ - განაცხადა კურცმა.
მისი თქმით, ევროკავშირის განრიგიდან გადახვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ტურისტული სექტორის დაზიანების საფრთხეა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ე.წ. კოვიდპასპორტის შემოღება ზაფხულისთვის დააანონსა.
IPN.GE