სებ-მა სათაო ოფისი ვერ აიშენა - არასწორად მართული პროცესი ცენტრალურ ბანკს სანდოობის ხარისხს უქვეითებს

სებ-მა სათაო ოფისი ვერ აიშენა - არასწორად მართული პროცესი ცენტრალურ ბანკს სანდოობის ხარისხს უქვეითებს

access_time2021-03-29 10:00:52

ეროვნული ბანკი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკსა და რესტორან „არაგვს“ შორის არსებული მიწის ნაკვეთზე სათაო ოფისის ვერ ააშენებს. პროექტს უარი თბილისის მერიამ უთხარი, თუმცა სანამ დედაქალის მთავრობა ცენტრალურ ბანკს უარს ეტყოდა მარეგულირებელმა ორგანომ ჯერ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა,  შემდეგ ახალი ოფისის პროექტი შეიძინა.



კონკურსი საპროექტო დიზაინის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა სულ ხუთმა კომპანიამ მიიღო და ამერიკულმა კომპანია GLMV Architecture-მა გაიმარჯვა. 2019 წლის 28 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მერიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ,  კობა გვენეტაძემ 2.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაწყვიტა. ეროვნულ ბანკს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად 8.4 მილიონი არც მიწის მესკუთრე შპს „სითი ცენტრისთვის“ გადაუხდია, თუმცა ჩნდება კითხვები, რატომ გადაიფორმა ეროვნულმა ბანკმა ის  მიწის ნაკვეთი, რომელსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს? ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს იმის შესახებ, რომ საპროექტო ტერიტორია მაღალი საშიშროების მქონე არეალში ხვდებოდა? იცოდა თუ არა ის, რომ  საპროექტო ტერიტორია ბუნებრივ ლანდშაფტში მდებარეობდა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს, სადაც მასტაბური მშენებლობები მიზანშეწონილი არაა?  ამ კითხვებზე ეროვნული ბანკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მათგან ვერც იმის გაგება შევძელით, თუ ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, რატომ ირიცხებოდა  8,779 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი სებ - ის ბალანსზე. სებ-ის კომენტარს „კომერასნტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

 


„გვსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულ გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ, 2019 წლის 26 ივლისს ეროვნულ ბანკსა და შპს „სითი ცენტრს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 თვის ვადაში ვერ მიიღებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის ნებართვას, ქონება გამყიდველს თავისივე ხარჯით დაუბრუნდებოდა. რაც ასე მოხდა კიდეც. აღნიშნული არსებითი პირობა ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ ქონების შეძენის მიზანს წარმოადგენდა მასზე სათაო ოფისის აშენება, რისთვისაც, მათ შორის, საჭირო იყო შესაბამისი ნებართვის მიღება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 19 თებერვლის განკარგულების თანახმად, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივ-საქმიანი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებას. ხელშეკრულების თანახმად, ქონების საფასურის გადახდა დამოკიდებული იყო უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან სათანადო ნებართვის მიღებაზე, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან თანხის გადახდა არ განხორციელებულა და ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყო ქონების გამყიდველისათვის დაბრუნების პროცესი და შესაბამისად, ქონება დაუბრუნდა გამყიდველს,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.


 

არასწორად მართული პროცესი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სანდოობის ხარისხს უქვეითებს. სებ-ს რომლის საქმიანობაც გრძელვადიან პროგნოზირებას და მოლოდინების მართვას უკავშირდება სათაო ოფისის ასაშენებლად როგორც ჩანს გადაიფორმა მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს არ მოუკვლევია ურბანული საკითხები, არ დაინტერესებულა მიწის სტატუსით და არიქტექტურის სამსახურში პროექტი ისე შეიტანა, რომ გეოლოგიური კვლევა არ ჩაუტარებია.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up