სებ-მა კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო

სებ-მა კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო

access_time2022-11-30 12:07:07

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სტრესული პერიოდებისთვის კაპიტალის ბუფერების დასაგროვებლად, ბაზელის კომიტეტმა ქვეყნებს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება შესთავაზა. თუკი არსებული სტანდარტული კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნულის ტოლია და დადებით მნიშვნელობას ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იღებს, ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნორმალურ პირობებშიც დადებითი იქნება (მეთოდოლოგიის გასაცნობად იხ. დანართი). ქვეყნების მზარდმა ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა. აღნიშნული ქვეყნებისთვის ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. ეროვნული ბანკი იკვლევს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების საერთაშორისო გამოცდილებას და ბუფერის ზომას შემდეგი კომიტეტის შეხვედრაზე განსაზღვრავს.


ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის კვლავ თვლის რომ, მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და სტრესულ პერიოდებში გამოიყენოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების მიტიგაციაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას და სწრაფ აღდგენას შეუწყობენ ხელს.



ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2022 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი, მომგებიანობა, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რამაც ბანკების დიდ უმეტესობას პანდემიის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების სებ-ის მიერ დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, საკრედიტო აქტივობა შენელდა. 2022 წლის ოქტომბერში, აგვისტოსთან შედარებით, სესხების წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მესამე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შესადარის დონეზეა.


თეგები:
სებ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up