სებ-ის რეზერვებით თუ ახალი ევრობონდებით - 5 დღეში საქართველოს 500 მილიონი დოლარის სესხის დაფარვა უწევს

სებ-ის რეზერვებით თუ ახალი ევრობონდებით - 5 დღეში საქართველოს 500 მილიონი დოლარის სესხის დაფარვა უწევს

access_time2021-04-07 11:00:19

2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობა 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. მთავრობა მის გასტუმრებას ამჯერადაც ახალი სესხით გეგმავს.

 

2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10  საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით და შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა  - Galt & Taggart და TBC Capital.

 

ევრობოდების გამოშვების და მისი მეშვეობით ძველის გადაფარვის საკითხის განხილვა ამ ეტაპზე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე და Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ბევრი დეტალი კონფიდენციალურია, თუმცა მთავრობა უახლოეს 10 დღეში ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს.

 

„მუშაობა მიმდინარეობს და საჯარო განცხადებას ევრობონდების გადაფარვასთან და ახლის განთავსებასთან დაკავშირებით მთავრობა უახლოეს დღეებში გააკეთებს. 12 აპრილს ვადა გასდის 10 წლის წინა გამოშვებულ ევროობლიგაციბს, შესაბამისად სახელმწიფო ელოდება რეკომენდაციებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკებისგან, როდის იქნება ბაზარზე კარგი სიტუაცია და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ რაიმე მიზეზით 12 აპრილამდე განთავსება არ მოხდება, ევრობონდების გადახდა რა თქმა უნდა მაინც იგეგმება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული სახელმწიფოს არსებული რესურსით დაფარვა და ამის შემდეგ მოხდება ახალი ემისია.



ამ ეტაპზე განხილვაშია 500 მლნ დოლარის ევრობონდის რეფინანსირება, რაც შეეხება ვადიანობას საინდიკაციოთ ისევ 10 წლიანზეა საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი დამოკიდებული იქნება უშუალოდ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა უფრო ნაკლები ვადა იყოს. პროცენტიც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება ვიდრე არსებული ევრობონდია, თუმცა ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც ინვესტორები თავიანთ მოთხოვნას აფიქსირებენ ანუ ოდენობას და ფასს, მის მიხედვით ხდება განსაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს არსებული ტრანსაქციებიდან გამომდინარე წინასწარი მოლოდინი აქვთ განსაზღვრული და ალბათ საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ირგვლივ იქნება, თუმცა ეს ბოლო ეტაპზე განისაზღვრება“, - განმარტა მერი ჩაჩანიძემ.

 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობამ ევრობონდების საკითხზე მუშაობის დაწყება დააგვიანა და მის გამოშვებას ვეღარ მოასწრებს, ამიტომ არსებულის გადაფარვა ეროვნული ბანკის რეზერვებიდან მოუწევს, რაც უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს.


„ფინანსთა მინისტრი ევროობლიგაციებს გადაყვა! მის გადადგომას ორი მიზეზი აქვს, ობიექტური და სუბიექტური. სუბიექტური არის ის, რომ არ არის ღარიბაშვილის კლანის წევრი,  ობიექტური კი - ჩააგდო ევროობლიგაციების ხელახალი განთავსების საქმე. აპრილში 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის გადახდა უწევს მთავრობას, რაც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. როდესაც საგარეო ვალის ზრდის შედეგად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა სები ინტერვენციისგან თავს იკავებს, მიზეზი რეზერვებისადმი გაფრთხილებაა, რასაც მთავრობის მიერ $500 მლნ-იანი ევროობლიგაციების რეფინანსირების დაგვიანებაც დაემატა, რის გამოც სებ-ის რეზერვები მოკლე დროში $500 მლნ-ით ანუ 1.7 მლრდ ლარით შემცირდება.

 

როდის განთავსდება და გაიყიდება თუ არა მთლიანად ევრობონდები, არავინ იცის. უკრაინამ გამოუშვა ივლისში და დეკემბერში. თუ აპირებდნენ, მუშაობა დიდი ხნით ადრე უნდა დაეწყოთ. ეროვნული ბანკიც საგონებელშია და თავს იკავებს ინტერვენციებისაგან“, - განმარტა რომან გოცირიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%- იან სარგებელს არიცხავდა. ობლიგაციები 5 წლიანი იყო, რომელიც 2013 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო, მაგრამ ემისიას რამდენიმე თვეში ომი და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 2011 წელს პირველი რეფინანსირების შედეგად საპროცენტო განაკვეთი 6.9%- მდე შემცირდა. 10 წლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს მორიგ რეფინანსირებაზე უწევს ფიქრი, მაგრამ საპროცენტო ხარჯი მცირდება. თუმცა, მიუხედავად დაბალი პროცენტისა, თუ პირველი ემისიის მომენტში 500 მლნ დოლარი 725 მლნ ლარს უდრიდა, 2011 წელს ვალის ძირი თანხა ეროვნულ ვალუტაში 833 მლნ-მდე გაიზარდა. წელს კი უკვე 500 მლნ დოლარი 1.663 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2- ჯერ და 13 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2.3- ჯერ აღემატება.

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up