„სებ-ის მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა ე.წ. „რეფინანსირების სესხები“ კურსის მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია“

„სებ-ის მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა ე.წ. „რეფინანსირების სესხები“ კურსის მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია“

access_time2021-04-02 10:00:52

1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4410 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა. სებ-მა გუშინ 27 500 000 დოლარის ინტერვენცია განახორციელა, ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში 187 500 000 დოლარი გაყიდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზს თურქული ლირის გაუფასურება წარმოადგენს, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები შექმნა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა იზარალონ.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული მხოლოდ ერთი ფაქტორით. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი ცდილობს სიცრუის დამტკიცებას, რომ თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.


„ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული მხოლოდ ერთი ფაქტორით. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე. კერძოდ:



  1. ეროვნულ ვალუტასა და მის სტაბილურობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია. ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე, არაკომპეტენტურობასა და არასპროფესიონალიზმზე არაერთხელ გვისაუბრია. არ მესმის, როგორ შეიძლება ჩააბარო ასეთი საპასუხისმგებლო სფერო პირებს, ვისაც წარმოდგენა არა აქვს მაკროეკონომიკის ძირითად საბაზისო დებულებებზე, ფულის არსზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე; ვინც უტიფრად ცდილობს სიცრუის დამტკიცებას, რომ თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.
  2. ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობას, თან ერთვის მათ მიერ დანერგილი კორუფციული გარიგებების სისტემა, რომელსაც „რეფინანსირების სესხებს“ უწოდებენ. ამ თემაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო რეფინანსირების სესხებთან. არადა, ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია გაცვლითი კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნისა და მოსახლეობის გაღატაკების.
  3. პოლიტიკური არასტაბილურობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკას მიტმასნილი ჯგუფები, რომელთა მიზანი არასტაბილური ვითარების შექმნაა, რომ იქნებ ამ გზით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა. ევროგაერთიანების ეგიდით მოლაპარაკებების ჩაშლა ნამდვილად არ იწვევს სტაბილურობის შეგრძნებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.
  4. ცხადია, უმთავრეს სავაჭრო ქვეყანაში - თურქეთში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი ვალუტის არასტაბილურობაც ერთი-ერთი ფაქტორია რაც გავლენას ახდენს ქართული ლარის სტაბილურობაზე.
  5. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს საგარეო ვალების მომსახურება. ორი-სამი წლის წინ ვამახვილებდი ყურადღებას, რომ 2021 წლიდან ეს პრობლემა გამძაფრთებოდა. აუცილებელი იყო, ხელისუფლებას ეს თემა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოეცხადებინა, რათა თავიდან აგვეცილებინა ისეთი მოვლენები, რაც ხდებოდა საბერძნეთში, ისლანდიაში, ირლანდიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. მე მგონი, უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს - მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. საქართველოს არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ მოემსახუროს საგარეო ვალებს; ამიტომაც არის აუცილებელი კრედიტორებთან მოლაპარაკებები, რომ მოხდეს ამ ვალების რესტრუქტურიზაცია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა.


ცალკე თემაა, თავად ე.წ. ევრობონდები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლარის სესხი აიღო. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა გაზსაცავის აშენებას, შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა და მომავლის ინვესტიციების წყარო უნდა გამხდარიყო. საბოლოოდ, როგორ დაიხარჯა ეს თანხა უცნობია საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებასაც ბევრი არაფერი გაუკეთებია ამ სერიოზული დანაშაულის გამოსაძიებლად.


ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინები მაინცა და მაინც ოპტიმისტური არ არის. ქვეყანა დგას სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე, რომლის თავიდან აცილებისთვის სერიოზული და მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. დღევანდელი სიტუაცია, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, - განმარტა თემურ ბასილიამ.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up