„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

access_time2020-03-31 10:00:10

გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად აქვს აზრი ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას თუ მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღების პარალელურად, დამატებით ბევრად მეტი ეროვნული ვალუტის ჩაშვება ხდება.


ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუ რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში ლარის ასეთი აქტიური ჩაშვება გაგრძელდება.


„გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, იმავე კვირის განმავლობაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით 2,420.000 ლარი(ანუ თითქმის 2 მილიარდ 500 მილიონი) ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით. ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 7-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.


მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა გახლავთ“, - აცხადებს თემურ ბასილია.



ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სებ-ის მხრიდან დიდი რაოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემა ირიბად ლარის გაუფასურებაზე იმოქმედებს. მისივე თქმით, კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირება აუცილებელია, თუმცა რატომ აქვთ ქართულ ბანკებს ასეთი დიდი რაოდენობით ლიკვიდურობის პრობლემა, ამით არავინ ინტერესდება.


„ რეფინანსირების სესხების გაზრდა დოლარის კურსზე რა თქმა უნდა იმოქმედებს, მითუმეტეს ამ შემთხვევაში, რადგან ეკონომიკა ფაქტიურად გაგვიჩერდა. ცალსახაა, რომ დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან მთლიანად იმპორტზე ვართ გადასულები. როდესაც რეფინანსირების სესხი გარკვეულ ნორმას სცილდება, ის რა თქმა უნდა ირიბად ლარის კურსზე მოქმედებს, ამ მოცულობით სესხები რაც დღეს სებ-ს აქვს გაცემული, უკვე იმის საშიშროებას ქმნის, რომ ლარის გაუფასურებაზე უფრო მეტად მოახდენს გავლენას. სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, ალბათ აზრი არც აქვს. თუმცა, ზოგადად რეფინანსირება კომერციული ბანკების ლიკვიდურობისთვის საჭიროა, მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია, არავინ არ იხედება ბანკებში, რატომ აქვთ მათ ამდენი ლიკვიდურობის პრობლემა , გამომდინარე აქედან ნათელი გახდება სურათი რაშია რეალური პრობლემა“, - აცხადებს ნიკა შენგელია.


საბანკო ექსპერტის გოჩა თუთბერიძის აზრით, ფინანსური სტაბილურობისათვის სებ-ი ვალდებულია, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობა მიაწოდოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გამოვლენ ამ ფულით და უცხოურ ვალუტას იყიდიან, მაგრამ რეფინანსირების სესხი ირიბად მაინც ახდენს მცირე გავლენას ლარის გაუფასურებაზე, რადგან ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მასა იზრდება.


„ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ არიან. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა მიაწოდოს კომერციულ ბანკებს ლიკვიდობა, მათ სჭირდებათ ლარი და ერთადერთი მიმწოდებელი ამ კუთხით ეროვნული ბანკია. თუ სებ-ი ბანკებს არ მიაწოდებს ეროვნულ ვალუტას და მათ მოკლევადიანი ფულით არ მოამარაგებს, მაშინ მათ  ლიკვიდობის პრობლემა შეექმნებათ და მოუწევთ აქტივებში არსებული დოლარის გადახურდავება ლარში, შემდეგ კი ისევ უკან გადმოხურდავება, შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი ხარჯი ექნებათ, რაც მათ კაპიტალზე ცუდად იმოქმედებს. ფინანსური სტაბილურობისათვის სებ-ი ვალდებულია, რომ მათ ლიკვიდობა მიაწოდოს. როცა რეზერვებიდან სებ-ი ყიდის დოლარს, ცდილობას კურსის ვარდნა შეანელოს, ლიკვიდობის მიწოდება კი კომერციული  ბანკებისათვის აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი გამოვლენ ამ ფულით და უცხოურ ვალუტას იყიდიან, ეს თანხა სხვადასხვა მიზნებისათვის სჭირდებათ. თუმცა, გარკვეულწილად ეს კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულია, რადგან როცა ლარის მასა ქვეყანაში იზრდება, ცხადია ეს კურსზე ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ აქ მთავარია რისთვის არის ის გამოყოფილი, ბანკებს ეს თანხა სჭირდებათ ლარში დასახარჯად და არა დოლარის საყიდლად და ამიტომ პირდაპირ კურსზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა ირიბად და მცირედით რა თქმა უნდა იმოქმედებს“, - ამბობს გოჩა თუთბერიძე.


„კომერსანტმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა ამ საკითხით და მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up