სებ-ის განცხადება: ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს

სებ-ის განცხადება: ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს

access_time2019-02-06 15:00:12

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს,  აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში. სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ზღვარი, რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში, სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, მოახდინონ მსესხებლის სწორი ინფორმირება და სხვა.



ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც, გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს.



ასევე, ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.


საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს.


(CN)





„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე
access_time2021-03-05 15:30:42
ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა. „მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო...


მსგავსი სიახლეები

up