სებ-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს

სებ-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული

access_time2018-10-15 16:34:15

ეროვნული ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ ბურკიაშვილს ქართული ოცნებისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული. სებ-ის აღმასრულებმა დირექტომა აღნიშნული თანხა ქართულ ოცნებას, მაშინ შესწირა, როცა ის შპს “ტიფლის დეველოპმენტ” კონსორციუმის დირექტორი და შპს “საკი-პეტროლიუმისა” და შპს და” აი იუ ეს გრუპის” პარტნიორი იყო. აღნიშნული ინფორმაცია, Bmg-ს თვითონ ვახტანგ ბურკიაშვილმაც დაუდასტურა.



რაც შეეხება მის თანამდებობას, ბურკიაშვილი ოფიციალურად საკუთარი მოვალეობის შესრულებას 17 ოქტომბერს შეუდგება და მის დაქვემდებარებაში შემდეგი დეპარტამენტები იქნება: საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის, საგადახდო სისტემების, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის, ფინანსებისა დაბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტები და პროექტების მართვის ოფისი.



იქამდე კი ვიდრე ვახტანგ ბურკიაშვილს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის გზით შეარჩევდნენ, ის საზოგადოება 2030 ის წევრი და გადაცემა 2030-ის კონსულტანტი იყო ეკონომიკურ საკითხებში. გარდა ამისა, ვახტანგ ბურკიაშვილის სამუშაო ადგილებს შორის შემდეგი ორგანიზაციები ფიქსირდება: თანაინვესტირების ფონდი (2015-2017 წლები); საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (2010-1011) და საქართველოს ბანკი (2009-2010).




შეგახსენებთ: აღნიშნულ თანამდებობაზე ვახტანგ ბურკიაშვილი გიორგი მელაშვილს შეცვლის, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ბანკში გადავიდა. როგორც Bm.ge -ს ეროვნულ ბანკში განუცხადეს ბურკიაშვილი ღია კონკურსის წესით შეარჩიეს და ვაკანსია hr.gov.ge -ზეც იყო განთავსებული, სადაც თანამდებობრივი სარგოს სახით 11 588 ლარი იყო მითითებული. თუმცა ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები უცნობია. რაც ძირითად მოთხოვებს ის შემდეგი სახის იყო:



- საფინანსო სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;
- მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხით (სასურველია საფინანსო სფეროში);
- უცხო ენის (ინგლისური) უმაღლეს დონეზე ფლობა; - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა. სასურველია: - საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის შესახებ საბაზისო ცოდნის ფლობა;
- ფინანსური ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომზადების გამოცდილება;
- ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის გამოცდილება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;


BM.GE





თემურ ჭყონია: ლარის არასტაბილურობის მიუხედავად ინვესტირებას მაინც ვრისკავ

თემურ ჭყონია: ლარის არასტაბილურობის მიუხედავად ინვესტირებას მაინც ვრისკავ
access_time2020-09-28 17:00:56
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ  მიუხედავად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა, ის მზად არის რისკზე წავიდეს, ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელოს და არსებული პროექტები განავითაროს, მათ შორისაა, „მაკდონალდსის“ ქსელი.   „ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ თუ შემხვედრი ინიციატივაც იქნება იმ უწყებებისგან, ვის ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციის...

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება
access_time2020-09-28 13:00:20
სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი.  მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8...

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
access_time2020-09-28 16:00:02
„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ნებისმიერი სახის შეიარაღებული...

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...


მსგავსი სიახლეები

up