სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

access_time2019-08-23 17:00:11

„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის წინ გაჩენილ ბზარს, რაც პირდაპირ აისახება სანდოობაზე“.


ასე შეაფასა ბიზნეს იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადება, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ   საერთაშორისო პარტნიორებს გადასცა მისი და  ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები თუ სხვა დოკუმენტები , საიდანაც ირკვევა რომ დარღვევები არ ფიქსირდება.


ამასთან, ხაზარაძე სხვა ბანკებსაც მოუწოდებს, მათაც გაასაჯაროვონ  პირადი ინფორმაციები


“წარმოადგინოს ყველა ბანკმა დოკუმენტაცია, ვინ როგორ მუშაობდა და მუშაობს, საზოგადოება ბევრ სიახლეს გაიგებს, განაცხადა გუშინ პროკურატურიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ.


აკაკი ჩარგეიშვილმა საკითხი დეტალურად განმარტა:


„ფაქტია, ყველა ბანკში თანაბარი მდგომარეობაა, რადგან მოქმედებს ერთიანი ადმინისტრირების სალიცეზენციო ზედამხევდველობა; ერთი და იგივე ფილტრაციის ქვეშაა ყველა და ეს მაკონტროლებელი ორგანო გახლავთ ეროვნული ბანკი. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა განმარტოს რაზე მიანიშნებს ხაზარაძე - კრიმინალზე, თვალთმაქცომაზე, საბუთების დამალვაზე, ადმინისტრაციულ დანაშაულზე თუ სხვა რაზე. ეროვნული ბანკია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ბანკების საიდუმლოებები, ამიტომ მან უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხები. ფაქტია, ხაზარაძე ყველაფერთან ერთად გახლავთ საზოგადოებისთვის აქტიური ფიგურა, რომელიც თავადაა თიბისის დამფუძნებელი და დღეს, ინგლისში რეგისტრირებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შესაბამისად, მისი განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“ .



რაც შეეხება თავად საბანკო სექტორის რეაგირების საკითხს, აკაკი ჩარგეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი განცხადებები გააკეთონ თავად ბანკების წარმომადგენლებმა, მაგრამ ეს მხოლოდ სებ-ის განმარტების შემდეგ მოხდება.


„კიდევ ერთხელ აქ ყველაზე საინტერესო ეროვნული ბანკია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი რეპუტაციის ამბავიცაა. თანაც თავად მოიცავს ყველა კომპონენტს - ფულის გათეთრების ზედამხედველობა, საფინანსო და სალიცენზიო ზედამხედველობა. ესე იგი, ნებისმიერი დარღვევის გამოვლენას უშუალოდ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ასეთია პრაქტიკა.  ამიტომ, თუ ინფორმაციის გასაჯაროებაზეა საუბარი, ეს სებ-მა უნდა გააკეთოს, ამის შემდეგ კი ნაკლებად საინტერესოა თავად ბანკების განცხადებები. თუმცა არაა გამორიცხული, რომ განმარტონ“ აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.


იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა არსებობს და ამის შესახებ იცის სახელმწიფომაც, რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ საქმე განმეორდეს? - სცენარის ამგვარად განვითარებას ჩარგეიშვილი  ნაკლებად ელოდება:


„საქმე იმაშია, რომ „თიბისი ბანკის“ დარღვევების შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ მანამდე იცოდა და საუბრობდა, სანამ ეს ოფიციალურად დადგებოდა დღის წესრიგში. ფაქტია, სანამ საქმით პროკურატურა დაინტერესდებოდა, მანამდე თავად ეროვნულმა ბანკმა უჩივლა ფულის გათეთრების ბრალდებით „თიბისის“. დღეს სხვა ბანკებზე არაფერი მსგავსი არ გავრცელებულა, არ ვიცით, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია სახელმწიფომ რაიმე იცოდეს და ჯერ არ ამბობდეს; ინახავდეს სამომავლოდ“.


და კიდევ ერთი ფაქტი, ეროვნული ბანკი ხაზარაძის განცხადებით რომ დაინტერესდეს; განმარტება გააკეთოს და გამოიკვლიოს, ჩარგეიშვილს შესაბამისი რეაგირების მოლოდინი ნაკლებად აქვს. მეტიც, ეჭვი ეპარება, რომ პროცესები სამართლიანად წარიმართება:


„იდეაში სებ-ი უზრუნველყოფს დარღვევის გამოვლენას, ხოლო ამ უკანასკნელის შეფასების ნაწილი უკვე სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებაა. თუმცა თავად დარღვევის გამოვლენაში რომ მონაწილეობდეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ორგანოები, შავი ფულის გათეთრების სამსახური, რომლებიც   პროკურატურას ექვემდებარება  და იგი განსაზღვრავს დანაშაული კვალიფიკაციას, ბევრად სწორი მიდგომა იქნებოდა. რატომ?!-რადგან  ფინანსური დანაშაული არაა მხოლოდ შავი ფულის გათეთრებასთან ბრძოლა. ესაა  დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება, თაღლითური სქემა და ა.შ. შესაბამისად, ფინანსური დანაშაულებების  ნაწილი არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საზრუნავი“,  ამბობს ბიზნეს იურისტი.


დაინტერესდება თუ არა მამუკა ხაზარაძის განცხადებით ეროვნული ბანკი და გაკეთდება თუ არა უწყებისგან შესაბამისი განმარტება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. ჩვენ ამ თემაზე თავად ბანკების პოზიციასაც შემოგთავაზებთ.



სალომე ლემონჯავა






forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up