„სებ-ი სისტემურ პრობლემას ინტერვენციებით ვერც წელს უშველის, ეს მცურავი კურსის პრინციპის საწინააღმდეგოა“ - ლევან სურგულაძე

„სებ-ი სისტემურ პრობლემას ინტერვენციებით ვერც წელს უშველის, ეს მცურავი კურსის პრინციპის საწინააღმდეგოა“ - ლევან სურგულაძე

access_time2021-01-13 10:00:27

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რომლებზეც 886 მლნ დოლარი გაყიდა. სებ-მა 2021 წლის პირველი სავალუტო აუქციონი უკვე ჩაატარა, რომელზეც 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 6 იანვარს 3.2998 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი 2021 წლის განმავლობაშიც არერთხელ მიაწვდის ბაზარს დოლარს, განსაკუთრებით პირველ კვარტალში.

 

„2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში დაგვჭირდება, თუმცა დღევანდელ პირობებში - გლობალური რეცესიის დროს, მაშინ როდესაც ბევრი რამ ხდება, ისინი ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და პროგნოზების გაკეთება რთულია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა პირდაპირი სავალუტო ინტერვენციების გამოყენება არ იყოს პროდუქტიული, რადგანაც ამ ნაბიჯით სებ-ი ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას, რასაც შემცირებული შემომავალი სავალუტო ნაკადები წარმოადგენს.

 

„ინტერვენციებით ხდება მხოლოდ აჟიოტაჟური და ირაციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ასეთი გაჩნდა, რომელსაც არ აქვს საფუძველი. რაც შეეხება გრძელვადიან ტრენდს, რომელიც წელსაც გრძელდება ანუ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა - საქართველოს ეკონომიკა გამოიმუშავებს უფრო ნაკლებ დოლარს და ხარჯავს უფრო მეტს. პრობლემა სწორედ ეს არის.


 

ახლა შემომავალი სავალუტო ნაკადები არის ნაკლები, ვიდრე გამსვლელი ნაკადები და ეროვნული ბანკი ამ დეფიციტს საკუთარი რეზერვებიდან აფინანსებს. დავუშვათ ჩვენი ვალუტა არის დოლარი. დღეს ჩვენი ხარჯები არის იმაზე მეტი ვიდრე შემოსავალი, ამისთვის კი ეს სხვაობა ვინმემ უნდა დააფინანსოს, დღეს ამას ეროვნული ბანკი აკეთებს. ასე რომ სისტემურ პრობლემასთან ინტერვენციებით ბრძოლა პრაქტიკულად გადაყრილი ფულია. სებ-ი აფინანსებს ჩვენს უარყოფით სავაჭრო დეფიციტს. მცურავი კურსის მთარავი არსი არის ის, რომ დადგეს იმ ნიშნულზე, როდესაც იმპორტი გახდება იმ ზომის, რისი სავალუტო საშუალებებიც აქვს ეკონომიკას. სებ-ის ინტერვენციები, რომელიც წელსაც გრძელდება მცურავი კურსის პრინციპის საწინააღმდეგოა და არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად,”- აცხადებს ლევან სურგულაძე.

 

სისტემური პრობლემის მოგვარებას კი ლევან სურგულაძე ქვეყნის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში ხედავს, რათა დაიწყოს იმ პროდუქტების წარმოება, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად იმპორტის სახით შემოდის. მეორე ალტერნატივად კი ლევან სურგულაძე ასახელებს ლარის რეალურ ცურვით რეჟიმში გაშვებას და ვალუტისთვის გაუფასურების შესაძლებლობის მიცემას, რაც თავის მხრივ მომავალში იმპორტის შემცირებულ მოცულობებში აისახება.

 

„აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლებაზე ვიმუშაოთ, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თუ სხვა დასახელების პროდუქტები, რათა შეძლებისდაგვარად ჩანაცვლდეს იმპორტი. არის მეორე გამოსავლიც, ლარი გავუშვათ მცურავ რეჟიმში და ცოტა ხანი ნუ შევეხებით, გაგრძელდეს გაუფასურება. რადგან ადამიანების შემოსავალი ლარებში არის ნომინირებული გაზრდილი კურსის შემთხვევაში მათ ექნებათ ნაკლები შესაძლებლობა იყიდონ დოლარი. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც. იმპორტის კლებიდან გამომდინარე ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო გაუმჯობესდება,“- აცხადებს ლევან სურგულაძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up