სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება

სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება

access_time2020-01-29 15:45:03

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა და ახლა პასუხს ელის. gbc.ge-ს ინფორმაციით, სათავო ოფისის ტენდერში კომპანია GLMV Architecture-ის პროექტმა გაიმარჯვა.


ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანია იყო. ეს კომპანიებია: შპს (შეპესე) „ქალაქპროექტი“, „არტსტუდიო-პროექტი“; „დეფანი არქიტექტურა“; „ნს სტუდიო“ და GLMV Architecture.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.  რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებაც  გააკეთა.როგორც გვენეტაძემ მაშინ  აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება.



„თავდაპირდველად მიწის ნაკვეთის მოძიებისთვის სებ-მა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართა. უწყებებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის ნაკვეთის არარსებობის შესახებ. პასუხის მიღების შემდეგ მოვიძიეთ სხვა ალტერნატივები. ყველა პროცედურა უმაღლესი სტანდარტებით იყო დაცული,“-აღნიშნა გვენეტაძემ.ამასთან, გვენეტაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს, სებ-მა იუსტიციის სახლის შენობის იმ ნაწილის სანაცვლოდ, სადაც ახლა სათავო ოფისი მდებარეობს, 16 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.


„არ დაგავიწყდეთ, რომ 2012 წელს, როდესაც ეროვნული ბანკი გადმოვიდა არსებულ შენობაში, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ამ შენობაში 16.4 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 50 მლნ ლარია. ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯის დაფარვა დიდწილად სწორედ ამ შენობის რეალიზაციდან მიღებული თანხით მოხდება. საუბარი იმაზე, რომ როდის მოხდება ეს, როდის დაცლის ეროვნული ბანკი ამ შენობას, ეს ძალიან დიდი ხნის პერსპექტივაა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ახალი შენობის აშენებაზე, ეს შეიძლება 3-4 ან მეტი წელი გაიჭიმოს პროცესი. ამიტომ, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი,”- განაცხადა  მაშინ გვენეტაძემ.მისივე თქმით, რა ღირებულებით მოხდება სებ-ის არსებული ოფისის გაყიდვა, ჯერჯერობით შეფასებული არაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up