სებ-ი საფინანსო ბაზრის რეფორმის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

სებ-ი საფინანსო ბაზრის რეფორმის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

access_time2020-07-22 14:56:54

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კომერსანტი სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„2014 წლიდან ამოქმედებულმა მონეტარული პოლიტიკის მექანიზმმა და ბოლო წლებში სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოებამ, აგრეთვე 2018 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის ასევე დიდ როლს შეასრულებს 2019 წელს ამოქმედებული საპენსიო რეფორმა, რომელიც გრძელვადიანი დანაზოგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

 

2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს1 ასოცირებული წევრი გახდა და უახლოეს მომავალში ორგანიზაციის მუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებასაც ელოდება. IOSCO-ს მუდმივი წევრობა პოზიტიური სიგნალია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრების მოთამაშეებისთვის, რადგან გამჭვირვალობისა და ინვესტორთა ინტერესების დაცულობისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნების არსებობის გარანტია. ამასთან, მისი წევრობა აფართოებს ქვეყნებს შორის ფინანსური ბაზრების ინტეგრაციისა და საქმიანობის სფეროების ზრდის შესაძლებლობებს. IOSCO-ს მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო დაუახლოვდეს IOSCO-ს მიერ შემუშავებულ რეგულირების ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს.

 

2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში და 14 ივლისს მიღებული საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს მსგავსი მასშტაბის რეფორმა 1999 წელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ არ განხორცილებულა.

 

ორივე კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და სრულად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ საერთაშორისო პრაქტიკასა და IOSCO-ს პრინციპებს.

 

 

საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი

 


საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკის შედარებით მცირე მასშტაბია. აღნიშნულს, ერთი მხრივ, გრძელვადიანი დანაზოგებისა და ინსტიტუციური ინვესტორების ბაზრის ნაკლებობა, ხოლო, მეორე მხრივ, კორპორაციული/ინდუსტრიული სექტორის მცირე მასშტაბი განაპირობებს. საქართველოში  საინვესტიციო ფონდების სექტორის განვითარება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. საინვესტიციო ფონდების (PE/VC) საქმიანობას აქვს პოტენციალი, რომ ეკონომიკის მცირე მასშტაბთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევას უპასუხოს და ქვეყანაში კაპიტალის მიწოდების ახალი არხების შექმნას შეუწყოს ხელი. აღნიშნული მიმართულების განვითარების საჭიროება განსაკუთრებით COVID 19-ის ფონზე გამოიკვეთა.

 

საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს ეფუძნება. მისი მომზადებისას, გათვალისწინებულ იქნა როგორც UCITS-ის (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC დირექტივა), ასევე ევროკავშირში მოქმედი ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ დირექტივის (AIFMD) ცალკეული მოთხოვნები. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსშიც. კერძოდ, განისაზღვრა საინვესტიციო ფონდების საქმიანობის დაბეგვრის რეჟიმი, რომელიც  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (ირლანდია/ლუქსემბურგი) გამოცდილებას ითვალისწინებს.

 

 

ცვლილებები ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში

 

ინვესტორთა ინტერესების დაცულობა და გამჭვირვალობის მაღალი მაჩვენებელი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რისთვისაც გამართული სამართლებრივი ჩარჩოა საჭირო. ერთი მხრივ, აუცილებელია ბაზარზე ზუსტი, სრულყოფილი და დროული ინფორმაციის არსებობა, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ შეაფასონ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებული სარგებლიანობა და რისკები. მეორე მხრივ, ინვესტორთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს არაკეთილსინდისიერი ქმედებების იდენტიფიკაციის, პრევენციისა და მათგან ინვესტორთა დაცვის მექანიზმები. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები შემუშავებულია ბაზრის მასშტაბისა და გამოწვევების გათვალისწინებით და სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებას ისახავს მიზნად.

 

კანონის ცვლილებებით იხვეწება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ჩარჩო. განისაზღვრება მოთხოვნები მათ მიერ პერიოდული ფინანსური ინფორმაციის, აგრეთვე ემიტენტების მნიშვნელოვანი წილის შეძენისა და ინსაიდერული ინფორმაციის წარდგენასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. კანონით განიმარტება, თუ რას წარმოადგენს ინსაიდერული ინფორმაცია; განისაზღვრება და აიკრძალება ქმედებები, რომლებიც ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად, ინსაიდერულ ვაჭრობად ან ბაზრის მანიპულაციად ჩაითვლება. აგრეთვე, კანონში განხორციელებული ცვლილებით გამარტივდება საჯარო ემისიის პროსპექტის დამტკიცების წესები. კერძოდ, დაზუსტდება მოთხოვნები წარსადგენ ანგარიშგებებთან მიმართებით, განისაზღვრება ინფორმაციის წარდგენის განსხვავებული მოთხოვნები კონკრეტული ტიპის შეთავაზებისთვის, და გამარტივდება პროსპექტის დამტკიცების პროცესი.

 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების კიდევ ერთ მიზანს 90-იან წლებში პრივატიზებული საწარმოების დამატებითი მარეგულირებელი წნეხისგან გათავისუფლება წარმოადგენს. ამ კომპანიების უმრავლესობა, მათი ზომიდან, მმართველობის სტრუქტურიდან და შემოსავლიანობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს შეესაბამებოდეს მათთვის დაწესებულ გამჭვირვალობის სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის ცვლილებით, მათ უდიდეს ნაწილს საშუალება მიეცემა მოიხსნან ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი. მათზე აღარ გავრცელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნები და შეზღუდვები.

 

 

განსახორციელებელი ღონისძიებები და ასამოქმედებელი სამართლებრივი აქტები

 

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ჩარჩო მნიშვნელოვნად განახლდება და დაიხვეწება. საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს უზრუნველყოს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია განახლებული სტანდარტების/მოთხოვნების  დანერგვის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების განვითარების  ხელშეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იგეგმება.

 

ამასთან, როგორც 2020 წლის ივნისში ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო სტრატეგიის გამოქვეყნებისას აღინიშნა, აღნიშნული ღონისძიებები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური სტრატეგია და გეგმები საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს დაემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up