სებ-ი: რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება

სებ-ი: რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება

access_time2019-06-27 11:56:45


"ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. — ეს განცხადება დღეს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.



ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, I კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.



საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა.


მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი ზრუნავს საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობაზე. ადეკვატური რეზერვები ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას, რითაც ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როდესაც ქვეყნას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია. შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე გაცვლით კურსზე ზეწოლა გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა.


დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“,— ნათქვამია განცხადებაში.






“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up