სებ- ი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს

სებ- ი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს "პლატფორმის" სახით არსებობის შესაძლებლობას სთავაზობს

access_time2022-09-23 18:21:20

ფინტექების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს "პლატფორმის" სახით არსებობის შესაძლებლობას სთავაზობს. –ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით  შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესში.

 

„განხორციელებული ცვლილებების მთავარ მიზანს არსებული ჩარჩოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რომლის მიხედვით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მისაწოდებელი ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამური მოცულობის ლიმიტი 3-დან 10 მილიონ ლარამდე იზრდება. აღნიშნული დაეხმარება სესხის გამცემ ორგანიზაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებლების შესახებ მიიღონ უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ასევე პოტენციურ მსესხებლებსაც გაუმარტივებს სესხის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესს.

 


ცვლილებით დადგინდა არასანქცირებული ვალდებულების მინიმალური ნაშთის ოდენობაც, რომლის არსებობის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიაწოდოს ინფორმაცია საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, არ მიაწოდოს საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს ინფორმაცია პირის სახელზე არსებული 100 (ასი) ლარის არასანქცირებული ვალდებულების შესახებ. ამასთან, დაზუსტდა ელექტრონული ფორმით მისაღები თანხმობების მიმართ მოთხოვნები.


ცვლილებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფულადი გზავნილების საერთო ბაზის შექმნის უზრუნველსაყოფად გარკვეული მოთხოვნების დაწესება. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მათთან განაღდებული ფულადი გზავნილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ხოლო, თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებული იქნება პირის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია ასახოს საკრედიტო ან/და სხვა ტიპის ანგარიშისგან დამოუკიდებელ ანგარიშგებაში, რომელზეც წვდომა მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ. აღნიშნული ცვლილება მომხმარებლებს გაუმარტივებს საჭიროებისამებრ სათანადო პერსონალური მონაცემების გაზიარების პროცესს.


ცვლილებები ითვალისწინებს პრაქტიკაში გამოვლენილი რიგი საკითხების დაზუსტებას და შესაბამისი მოთხოვნების დახვეწას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ბაზებში ინფორმაციაზე წვდომისა და მომხმარებელთა პრეტენზიის მოკვლევის მიმართულებით“, - წერია გაცხადებაში.





„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...


მსგავსი სიახლეები

up