Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

access_time2021-04-11 18:00:37

ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.


ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.


სწორედ მაშინ, ცხოველისგან ადამიანზე ვირუსის გადასვლა მომავალში შიდსის ეპიდემიის საწყისი წერტილი იყო.


დღეისთვის, ცხოველისგან ადამიანზე 250-მდე პათოგენური ვირუსი გადადის - მათ შორისაა ცოფი, ებოლას ციებ-ცხელება, ჰეპატიტი Е, MERS, და ჩვენო ახალი მეგობარი - კოვიდ- 19. შესაძლოა, სადღაც ყრუ ჯუნგლებში, ან დიდ ქალაქებში, სადაც ბევრი ვირთხა დარბის, ან ცხოველებით გადატენილ ფერმაში თავის შანსს კიდევ რომელიმე, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ვირუსი ელოდება.


კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს 31 ფაქტორი, რომელიც ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადადების რისკს ზრდის. მაგალითად, ახალი ეპიდემიის საფრთხე მეტია მაშინ, როდესაც ვირუსი თავის ბუნებრივ საზღვრების უკვე გასცდა, და ადამიანებს შორის ერთხელ უკვე გავრცელდა.


რისკის დონე თავისთავად იზრდება მაშინ, როდესაც ვირუსის მატარებელ ცხოველს ადამიანებთან ხშირი კონტაქტი აქვს, ან მით უმეტეს მათთან გვერდით ცხოვრობს. მეტ საშიშროებას წარმოადგენს ვირუსი, რომელსაც ცხოველების სხვადასხვა სახეობებში არსებობის უნარი აქვს, ანუ, ის ახალ პირობებს უკეთესად ეგუება და „მატარებლის“ შეცვლა ადვილად შეუძლია. რისკს ასევე ზრდის ადამიანების უხეში ჩარევა ცხოველების ბუნებრივ საარსებო სივრცეში.



მეცნიერებმა ეს რისკები თითქმის 900 ვირუსთან დაკავშირებით შეისწავლეს, და ადამიანზე გადაცემის რისკის მიხედვით რეიტინგიც შეადგინეს.

პირველ ადგილზეა ლასის ციებ-ცხელების ვირუსი, რომელიც პერიოდულ ეპიდემიებს აფრიკის რამდენიმე აგრარულ რეგიონში პერიოდულად იწვევს - ვირუსის მატარებლები თაგვები არიან.


მეორე ადგილზეა კორონავირუსი Sars-CoV-2, რომელიც მისი თვისებების უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ამ დროისთვის მეცნიერებს მისი მატარებლის თაობაზე არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ - სავარაუდო ვარიანტებად ღამურა ან პანგოლნი განიხილება.


Sars-CoV-2 კორონავირუსების ოჯახს განეკუთვნება, რომლის 6-მა წარმომადგენელმა უკვა დაადასტურა, რომ ადამიანის ორგანიზმში შეღწევა შეუძლია, ამიტომაც, ახალ ეპიდემიის საფრთხე მათ შორის რამდენიმე კორონავირუსისგან მომდინარეობს.


მეცნიერებმა მათ შორის 1 გამოჰყვეს, და მას პირობითი სახელი Predict_CoV-35 (Predict -წინასარმეტყველება) დაარქვეს.


ამ ვირუსის მატარებლები არიან ღამურები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ რამდენიმე რეგიონში ბინადრობენ.


ადამიანზე ცხოველებისგან კარგად გადადიან ლისავირუსები, რომელთა შორისაა, მაგალითად, ცოფის ვირუსი, ასევე რეიტინგის სათავეშია ებოლავირუსის ერთ-ერთი ნაირსახეობა, კერძოდ ბომბალის ვირუსი, რომელიც ასევე ღამურებისთვისაა დამახასიათებელი.


ჯამურად, ცხოველების ორგანიზმში 1, 6 მლნ. ვირუსი არსებობს და მათ შორის ნახევარს ადამიანებზე გადასვლის, და შესაბამისად, ახალი პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს.



Sueddeutsche.de


თენგიზ აბლოთია 

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up