Süddeutsche Zeitung: ონლაინ-ვაჭრობა გზებზე საცობებს ქმნის

Süddeutsche Zeitung: ონლაინ-ვაჭრობა გზებზე საცობებს ქმნის

access_time2019-12-28 18:00:59

საგზაო საცობი, ყუთების მთები ქუჩებში, და ათასობით ტონა შესაფუთი მასალების ნარჩენები - სწორედ ესაა ონლაინ-ვაჭრობის ხილული შედეგები ბევრ დიდ ქალაქში.

ეს პრობლემა ყველაზე აშკარად ჩანს ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში - ავტომობილები, რომლებიც მუშაობენ ონლაინ-მაღაზიებიდან მომხმარებლისთვის საქონლის მიტანაზე, ქმნიან საცობებს, ნაგვის რაოდენობა კი ქუჩებში იზრდება უსასრულობამდე. მხოლოდ შტატებში 2019 წელს ონლაინ-ვაჭრობის ფარგლებში გაიგზავნა 200 მლრდ. გზავნილი, და მთელი ამ პროდუქციის შეფუთვისგან დარჩენილმა ნაგავმა გადააჭარბა 67 მლნ. ტონას.

შესაფუთი მასალების დარგში მომუშავე საკონსულტაციო კომპანია  Anama-ს ინფორმაციით, კლიენტისთვის მიწოდების პროცესში საქონელი ხშირად ვარდება ძირს, ამიტომაც პროდუქტებს შესაბამისად იცავენ  - როგორც წესი ის შეფუთულია 3 ფენად  - და მთელი ეს მასალები საბოლოო ჯამში ხვდება გარეთ.

ნაგვის მთები - ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. ამერიკული ინტერნეტ-გიგანტები ისეთები, როგორც Amazon, Walmart და Best Buy გეგმავენ მომსახურეობის სიჩქარის გაზრდას, რაც მისცემს მათ მეტი საქონლის გაყიდვის და მიწოდების საშუალებას. 

მხოლოდ  Amazon-მა, რომელზეც მოდის შტატებში საშობაო შეკვეთების 42%, ჩადო 1, 5 მლრდ. დოლარის ინვესტიციები ლოგისტიკური ცენტრების, თვითმფრინავების და ავტომობილების პარკის განვითარებაში.

 პრობლემა იმაშია, რომ UPS,  Fedex, DHL-ის და აშშ-ს საფოსტო სამსახურის ავტომობილები გადაადგილდებიან ქალაქებში და აფერხებენ მოძრაობას - ვინ დაიწყებს საპარკინგე ადგილის ძებნას მაშინ, როდესაც საჭიროა მხოლოდ გზავნილის მიტანა კარამდე?

შტატების დიდ ქალაქებში საშუალოდ ოჯახი იღებს მინიმუმ დღეში 1 გზავნილს ინტერნეტ-მაღაზიიდან, ამიტომაც საცხოვრებელ რაიონებში ონლაინ-მაღაზიების ავტომობილები კეტავენ ტროტუარებს, ველობილიკებს, და საფეხმავლო გადასასვლელებს.

2018 წელს ნიუ-იორკის საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოწერეს 470 000 საჯარიმო ქვითარი პარკირების წესების დარღვევის გამო.

ინტერნეტ-მაღაზიების მანქანების მძღოლები როგორც წესი ტოვებენ ძრავებს დაქოქილს იმ დროს, როდესაც გადადიან ტროტუარზე შეკვეთის მისატანად ადრესატამდე. ეს კი ზრდის ტრანსპორტთან დაკავშირებულ მავნე გამონაბოლქვების, ეფექტური თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად.

ნაკლებად დასახლებულ რაიონებში იხსნება ახალი საწყობები, პროდუქციის მიტანაზე მუშაობს სულ უფრო მეტი პატარა კომპანია. მანჰეტენში ხშირად შეუძლებელია ტროტუარზე გადაადგილება, რადგანაც მიმწოდებლები იყენებენ მათ გზავნილების სორტირების და ტრანსპორტში ჩატვირთვისთვის.

და ეს მხოლოდ დასაწყისია - ნიუ-იორკში ონლაინ-გაყიდვებზე მოდის ვაჭრობის მხოლოდ10%-ს, თუმცა, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. მოვა დრო, როდესაც ონლაინ-მაღაზიებში ნაყიდი საქონლის მიტანა გახდება სერიოზული სატრანსპორტო-ლოგისტიკური პრობლემა.

ამ საკითხზე დღეს მუშაობენ სილიკონის ველის მკლევარები, რომლებმაც გაიაზრეს ონლაინ-ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბები.

იანვარში ლას-ვეგასში ჩატარდება გამოფენა CES, სადაც ისინი წარადგენენ თავიანთ ინიციატივებს.

მაგალითად, კომპანია Starship -მა შექმნა რობოტი-კურიერი, რომელიც გამოიყურება როგორც უნიტაზი ბორბლებზე, და უკვე გადის ტესტირებას ამერიკის უნივერსიტეტებში.

მისი დანიშნულებაა პიცის და სხვა მზა კერძების მიტანა, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია - მოდელის წარმატებით ამუშავების შემთხვევაში დაგეგმილია რობოტი-კურიერების შექმნა სხვა საქონლის მისატანად.

შეფუთვასთან დაკავშირებით ახალი იდეები აქვთ ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომლებმაც დაამუშავეს ბანანის კანიდან შესაფუთი მასალის დამზადების ტექნოლოგია.

სტარტაპ   Limeloop-მა დააანონსა პაკეტები, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია 2000-ჯერ.

სახალისო იდეით გამოვიდა სავაჭრო ქსელი  Target -  ის ათავსებს თავის გზავნილებში  ყუთებიდან სხვადასხვა სასარგებლო ნივთების დამზადების ინსტრუქციები.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ონლაინ-ვაჭრობა ქმნის მოულოდნელ პრობლემების, რომლებზეც საჭიროა მუშაობა უკვე დღეს, მანამ, სანამ ინტერნეტ-ვაჭრობა არ გახდა ნამდვილად მასობრივი.





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...


მსგავსი სიახლეები

up