Süddeutsche Zeitung: ომი ყარაბახში - ბოლო სიტყვა პუტინზეა

Süddeutsche Zeitung: ომი ყარაბახში - ბოლო სიტყვა პუტინზეა

access_time2020-11-12 19:00:59

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კავკასიაში კარგი ინფორმაციაა, თანაც ყველა მხარისთვის. აზერბაიჯანელები და თურქები თავს გამარჯვებულებად გრძნობენ, სომხებმა ომი წააგეს, თუმცა, რომ არა ეს დოკუმენტი მათი მარცხი გაცილებით უფრო მასშტაბური და საშინელი იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, რეგიონის ბედი მაინც მოსკოვში წყდება.

 

საუბარი სპორტზე, რომ იყოს ადგილები ასე განაწილდებოდა - რუსებმა ოქროს მედალი მიიღო, აზერბაიჯანმა ვერცხლი, თურქეთმა ბრინჯაო, სომხეთი შეჯიბრს გამოეთიშა. თუმცა, აქ საუბარი არა სპორტზე, არამედ ომზეა, სადაც რამდენიმე კვირის მანძილზე ათასობით ადამიანი დაიღუპა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ის, ვინც ამ სისხლიანი დაპირისპირებით, ყველაზე დიდი მოგება მიიღო. ის მოვლენების განვითარებას აუღელვებლად ელოდა და როდესაც დასასრული უკვე პროგნოზირებადი გახდა, მან აზერბაიჯანელებს და სომხებს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა აიძულა.

 

არც ერთი მხარე არ არის ამ შედეგით კმაყოფილი - აზერბაიჯანს საომარი ოპერაციის გაჩერება მაშინ მოუწია, როდესაც სომხეთის საბოლოო დამარცხებამდე რამდენიმე დღე ან უარეს შემთხვევაში კვირა იყო დარჩენილი.

 

ერევნისთვის კი ეს შეთანხმება სრულ კაპიტულაციის ტოლფასია. სომხეთისთვის მთიანი ყარაბახი სავარაუდოდ დაკარგულია, უკეთეს შემთხვევაში მათ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომიით დაკმაყოფილება მოუწევთ, ან ყარაბახიდან წასვლა. სავარაუდოდ, ნახევრად დაპყრობილი რეგიონი სომხური მოსახლეობისგან ნელა-ნელა თავისით, ომის გარეშე დაიცლება.


 

სომხეთი პასუხს თავისი ამპარტავანი პოლიტიკის გამო აგებს  - ათწლეულების მანძილზე ისინი ამ ყარაბახის პრობლემას თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილად მიიჩნევდნენ.

 

თავისი ფინალური, გადამწყვეტი სიტყვით პუტინმა აზერბაიჯანელებს და მათ მხარდამჭერ თურქებს საბოლოო გამარჯვება მოპარა, თუმცა, ამის მიუხედავად ალიევს და ერდოღანს კმაყოფილებისთვის ყველა მიზეზი აქვთ - აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაიბრუნა, ერდოღანსაც ტრიუმფით დატკბობა შეუძლია, მან ამ თავისი ახალი სამხედრო ავანტიურით დაამტკიცა, რომ თურქეთს თავისი სიტყვა გლობალურ მასშტაბებში ეთქმის.

 

თურქეთს ამჟამად გავლენა კავკასიაშიც აქვს. თუმცა, ანკარის ჯიუტ ადამიანს ერთი ფაქტის აღიარება მოუწევს, კრემლის კაცს ის ვერ შეეჯიბრება,  არსებულ ვითარებაში პუტინი ყარაბახის მომავალ ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მიღებს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მან ყარაბახში რუსული ჯარი გააგზავნა, რომელიც ომში ჩართულ მხარეებს დააშორებს.

 

ამ სწრაფი აქციით პუტინმა ყველას დაანახა  - ვინ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს - ბოლო სიტვვა კავკასიაში სწორედ მას, პუტინს ეკუთვნის.

 


Süddeutsche Zeitung

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up