Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

access_time2019-12-08 14:00:22

2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.

 

გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.

 

Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს ჩარეული.

 

ზელიმხან ხანგოშვილი იყო შეშინებული  - მას სერიოზულად აწუხებდა უსაფრთხოების საკითხი. 2017 წლის იანვარში, ბრადენბურგის რეგიონის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში, მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოსმენების დროს, ქართული პასპორტის მქონე ჩეჩენმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მისი მოკვლა.

 

ბოლო წლების მანძილზე მასზე განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა - ამტკიცებდა ყოფილი საველე მეთაური. მიგრაციის საკითხებში ფედერალური უწყების წარმომადგენელმა ჰკითხა მას, რისი ეშინია მას საქართველოში.

 

„მეშინია ადამიანების, ვინც თანამშრომლობს რუსებთან. საქართველოს ძალოვან უწყებებში ასეთებიც არიან. მათ აქვთ ჩემი მოკვლის ათასი ხერხი, და იქ მე არა მაქვს გადარჩენის შანსი“ - უპასუხა მან.

 

ხანგოშვილს მისცეს გერმანიაში დარჩენის უფლება, თუმცა, არც იქ იყო უსაფრთხოდ. 23 აგვისტოს შუადღეს ის მოკლეს. არა რუსეთში და არა კავკასიაში, არამედ ბერლინის ცენტრში.

 

4 შვილის მამა პარასკავს საღამოს ტიგრარტენის რაიონში მეჩეთში მიდიოდა, როდესაც უკნიდან მას მიუახლოვდა ველოსიპედისტი და ესროლა მას თავში. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

 

დღემდე გაურკვეველია, ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან. იყო ეს კრიმინალური შემთხვევა, კავკასიელების გარჩევები თუ კრემლის შეკვეთა?

 

სავარაუდო მკვლელმა გასროლის შემდეგ სცადა მიმალვა სკუტერით, თუმცა ის დააკავეს. ჩაფსკვნილი მამაკაცი ულვაშებით და ტატუებით, საპასპორტო მონაცემების მიხედვით არის რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი.

 

ეჭვმიტანილი იმყოფება ბერლინის იზოლატორში და ინარჩუნებს დუმილს. მას რამდენჯერმე ესტუმრნენ რუსი დიპლომატები, რომლებიც უწევენ საკონსულო დახმარებას.

 

ამ დროისთვის გამოძიებას აწარმოებს  ბერლინის სისხლის სამართლის პოლიცია, თუმცა, იმის გამო, რომ საქმეს აქვს ფეთქებადსაშიში პოტენციალი, გამოძიების დაწყებიდან მთელ ინფორმაციას აწვდიან გერმანიის გენერალურ პროკურორს პეტერ ფრანკს - უცხოური აგენტების საქმიანობა - მისი პასუხისმგებლობაა.

 

გამოძიებაში ასევე მონაწილეობენ სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველო და გერმანული სპეცსამსახურები.

 

თუმცა, შესაძლოა საქმემ მიიღოს ახალი მასშტაბი - ამ კვირაში პროკურატურა ოფიციალურად იღებს თავის თავზე ამ საქმეს, რადგანაც არსებული მასალები ბადებს ეჭვებს, რომ მკლელობასთან აქვთ კავშირი სპეცსამსახურებს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის შემკვეთები იყვნენ ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოები, ან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა, რაც ფაქტობრივად, ერთი და იგივეა.

 

გამოძიებამ მიაკვლია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2013 წელს ყაზახეთის მოქალაქე ვადიმ კ.-მ მოკლა ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი და მაშინაც დანაშაულის ჩადენის დროს მკვლელი გადაადგილდებოდა ველოსიპედით. ბიომეტრიული მონაცემების შედარებამ აღმოაჩინა ვადიმ კ.-ს  მსგავსება ბერლინში დაკავებულ ვადიმ სოკოლოვთან.

 

გერმანელმა გამომძიებლებმა მიაქციეს ყურადღება ერთ გარემოებას - მკვლელს ეძებდა რუსეთი, რომელმაც ინტერპოლის მეშვეობით გაავრცელა მისი მონაცემები, თუმცა, 2015 წელს ძებნა შეწყდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამის მიზეზი გახდა ის, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა მიაგნეს მას, აიძულეს თანამშრომლობა საკუთარი მიზნებისთვის და შეუქმნეს მას ფიქტიური პიროვნება.

 

რუსეთის სპეცსამსახურების ამ საქმესთან შესაძლო კავშირს ასევე ადასტურებს გამოძიების დროს აღმოჩენილი ფაქსის ნომერი. სავარაუდო მკვლელი ვადიმ სოკოლოვი შემოვიდა ევროკავშირში პარიზიდან  და გააგზავნა მოთხოვნა შენგენის ვიზის მიღების თაობაზე საფრანგეთის საკონსულოში. ამ მიზნისთვის მან გამოიყენა ფაქსი, რომელიც ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისრტოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ  ერთ-ერთ კომპანიას.

 

სოკოლოვის სავიზო განაცხადში ასევე ფიგურირებს მისი სამუშაო ადგილი  - კომპანია „რუსტი“, სადაც ის ირიცხება ინჟინრად. რუსეთის იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების ინფორმაციის თანახმად, კომპანია იმყოფება რეორგანიზაციის პროცესში.

 

ჟურნალისტური გამოძიებების პლათფორმის Bellingcat-ის და  გამოცემა The Insider-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილს მხარს უჭერდნენ რუსეთის სახელწიფო ორგანოები - კერძოდ, ამჟამად დაბლოკილია წვდომა მის პასპორტთან რუსეთის მონაცემთა ბაზაში. მიზეზად მოყვანილი ის, რომ „პიროვნება დაცულია კანონით“.

 

თუ ფედერალური პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ დაადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფოს ხანგოშვილის მკვლელობაში, ეს გამოიწვევს სერიოზულ  დიპლომატიურ სკანდალს - გამოვა, რომ მოსკოვს ედება ბრალად საერთაშორისო ტერორიზმი.

 

რუსული მხარე კი დაჟინებით უარყოფს ყოველგვარ კავშირს ამ დანაშაულთან - მეტიც, გერმანელი ძალოვნები უკვე მიიწვიეს მოსკოვში - რუსები ცდილობენ გერმანელების დარწმუნებას, რომ არ გააჩნიათ არანაირი შეხება გახმაურებულ მკვლელობასთან.

 

გერმანიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ განიხილეს  ხანგოშვილის საქმე  მთავრობის წევრებთან - უმაღლესი ხელისუფლება მთლიანადაა ინფორმირებული ყველა დეტალზე.

 

ოპოზიციამ, გერმანიის პარლამენტში უკვე დაადანაშაულა გენერალური პროკურორი იმაში, რომ მას არ სურს ამ საქმეზე გამოძიების აღება თავის თავზე, ხოლო ფედერალური მთავრობა იმყოფება ორმაგი წნეხის ქვეშ - არ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ბერლინი ვერ აღიქვამს სერიოზულად მკვლელობას დედაქალაქის ცენტრში და მასში რუსეთის მონაწილეობას. თუმცა, ამავე დროს, არ შეიძლება მოსკოვის დადანაშაულება ურყევი მტკიცებულებების გარეშე.

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სულ უფრო სარწმუნო მონაცემებს სავარაუდო მკვლელზე და ასევე სხვა შესაძლო მოტივების არარსებობა - იქნება ეს ბიზნეს-გარჩევები, ორგანიზებული დანაშაული, თუ ისლამისტები.

 

ეჭვებს ასევე აძლიერებს მოსკოვის მიერ გამოძიებისთვის ძალიან მწირი და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება სოკოლოვთან დაკავშირებით.

 

საბოლოოდ, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაელოდება გამოძიების დასრულებას. გერმანიაში ყველას ახსოვს ბრიტანეთის ქმედებები სკრიპალების მოწამლვის გამო - მაშინ გერმანელებში ამან გამოიწვია ნეგატიური რეაქცია - რუსეთი ჯერ დაადანაშაულეს, და მხოლოდ შემდეგ წარადგინეს მტკიცებულებები.

 

ბერლინი მიდის სხვა გზით - ჯერ მტკიცებულებები, შემდეგ კი - პოლიტიკური რეაქცია.

 

 

 

 





„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...


მსგავსი სიახლეები

up