Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს  BB რეიტინგი მიანიჭა

Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

access_time2019-02-12 13:16:40


საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის" (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი") ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით.


ლისი დეველოპმენტის ინფორმაციით, საქართველოში „ლისი დეველოპმენტი" ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.


საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს რეიტინგი წარმოადგენდა B+ სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მოძიებაში კომპანიას ფინანსური რეკომენდაცია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა" გაუწია.



გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალის მონაცემებით, „ლისი დეველოპმენტის" მიერ გამოშვებული საჯარო ობლიგაცია დაშვებულია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.)[1] სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის.


„აღნიშნული სარეიტინგო პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე ხაზს უსვამს ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მეორე მხრივ კი ფასიანი ქაღალდის ძლიერ პარამეტრებს", -აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის'' გენერალურმა დირექტორმა.


„ობლიგაციის რეიტინგის BB ნიშნული საამაყო შედეგია. Scope Ratings GmbH-ის მიერ აღნიშნული რეტინგის მინიჭება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდის საკრედიტო ხარისხს" -აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა.


უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა" 2018 წლის დეკემბერში 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ფასიანი ქაღალდი დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული ემისია კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა, რაც თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო.


„ლისი დეველოპმენტი" უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. „ლისი დეველოპმენტი" ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.


„თიბისი კაპიტალი" თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი" გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი" საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up