სჭირდება თუ არა საქართველოს ,,საპარტნიორო ფონდი“

სჭირდება თუ არა საქართველოს ,,საპარტნიორო ფონდი“

access_time2021-07-26 11:00:13

,,საპარტნიორო ფონდის“ არსებობას ვერავინ ამართლებს, მაგრამ რა ფორმით შეიძლება გააგრძელოს საქმიანობა, ამაზე მთავრობაც კი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თავდაპირველად ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინვესტიციების წახალისება იყო, თუმცა, საბოლოოდ, თვითონვე დაეუფლა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების უდიდეს ნაწილს და მთავარ დაბრკოლება ექცა ბიზნესს, რომლებიც ფონდის წყალობით არაკონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდნენ.


ფონდის ისტორია კი სულ სხვა გარემოებასა და რეალობაში დაიწყო. როგორც ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობისას, გადაწყდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების კონცენტრაცია მოეხდინათ. ასეთი მცდელობა მიზნად ისახავდა ბონდების გამოცემას. თუმცა ისე მოხდა, რომ ცალკეულად გამოუშვეს ბონდები ,,საქართველოს რკინიგზამ“ და სხვა სტრუქტურებმა.


,,საპარტნიორო ფონდს“ მიეცა უფლება, გარკვეული ეკონომიკური ხასიათის პროექტები დაეფინანსებინა, კერძო ინვესტორებთან, ვისაც ფონდის ფული დასჭირდებოდა, პარტნიორულ მონაწილეობაში შესულიყო.  ამ დროს არსებობს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც, წესით, მართავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ აქტივებს.  სამინისტროს ცალკე გააჩნია საწარმოთა მართვის სააგენტო, რომელმაც ფაქტობრივად ფუნქცია დაკარგა. ერთგვარი გადახალისება მოხდა და რაც კი ყველაზე კარგი და მსხვილი საწარმო იყო, წაიღო მხოლოდ ,,საპარტნიორო ფონდმა“, დანარჩენი წამგებიანი ან ნაკლებადმომგებიანი საწარმოები სამართავად ისევ სახელმწიფოს დარჩა. ცხადია, რომ სახელმწიფომ ,,საპარტნიორო ფონდის“ შექმნით დამატებითი რგოლი და ხარჯი გააჩინა, რაც დღემდე გრძელდება“, - განაცხადა ,,კომერსანტთან“ საუბარში იურისტმა.


მესამე წელი სრულდება, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. თუმცა მიდგომა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ფონდის საქმიანობა, ჯერჯერობით გამოკვეთილი არ აქვს.



საპარტნიორო ფონდი ეფექტურად ვერ მართავს ვერც იმ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, რომელიც სხვადასხვა დროს გადაიბარა, ნორმალურად ვერც ბიზნესების გამართვაში მონაწილეობს, რათა კომპანიების საქმიანობას თავისი რესურსი მოახმაროს. ამის გამო თითქმის ყველა საწარმო, რომელიც ფონდის ქოლგის ქვეშ არის, დიდ ზარალშია. ხოლო გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯვითი რესურსი, გაჩნდა შუალედური რგოლი ფონდის სახით. მაგალითისთვის, თუკი ,,რკინიგზას“ ან სხვა საწარმოებს, რაიმე მოგება აქვთ, რომელიც პირდაპირი წესით უნდა წასულიყო ბიუჯეტში, პირველ რიგში, ფონდში ხდება ფულის აკუმულირება, რომლის დიდი ნაწილი ხელფასებზე იფლანგება. შესაბამისად, ბიუჯეტამდე მცირე ნაწილი აღწევს. კანონი სპეციალურად მისთვის  არის მიღებული, სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებისთვის და ა.შ. ამდენად, უაღრესად ნეგატიურია საპარტნიორო ფონდის მოღვაწეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვამბობ. მისი რეორგანიზაციისთვის დღემდე ვერ მოიცალა სახელმწიფომ, ხედვაც კი არ აქვს, როგორ და რა უნდა გააკეთოს, - უთხრა „კომერსანტს“ აკაკი ჩარგეიშვილმა.


იურისტის მოსაზრებას ეთანხმება ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი, რომლის შეფასებითაც არსებული ფორმით საპარტნიორო ფონდის არსებობას გამართლება არ აქვს.


ბოლო 4-5 წლის მანძილზე აშკარად გამოჩნდა საპარტნიორო ფონდის უფუნქციობა. აშკარაა, რომ ტვირთია ქვეყნისთვის, რომელსაც არაფერი სასარგებლო არ აქვს გაკეთებული. თუნდაც თავის ბალანსზე აღრიცხული კომპანიებისთვისაც, რომლებსაც მფარველობს,  რაც თვალნათლივ ჩანს როგორც ფინანსური, ასევე სხვა მაჩვენებლით, როგორიცაა ლობირება, ინტერესთა კვეთა ხელმძღვანელობასა და სხვადასხვა  პროექტებში. პრაქტიკულად იგი ეკონომიკას არაფერს არგებს, პირიქით, ვნებს, რადგან მოქმედებს თავისუფალი კონკურენციის, საბაზრო პრინციპების წინააღმდეგ. საპარტნიორო ფონდის სახით გვაქვს ფინანსურად ძლიერი და დიდი ჰეგემონური ორგანიზაცია, რომლის პოტენციალი შეიძლება გამოყენებულიყო, რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდის მონაცემებს თუ დავაკვირდებით, უსარგებლოა. მას უნდა შესრულებინა ახალი პროექტები, რომელიც არ ავნებდა კონკურენტებს და ემუავა კაპიტალის ბაზრის ფორმირებაზე, მაგრამ პირიქით - ამის წინააღმდეგ წავიდა, - აღნიშნა გერლიანმა.


შეგახსენებთ, რომ სს საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი BB, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია. „საპარტნიორო ფონდი შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).


 „საპარტნიორო ფონდის“ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 70.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება დაფიქსირდა. თუმცა 2018 წელს 585-მილიონიანი ზარალი განიცადა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up