სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი?

სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი?

access_time2016-09-13 11:33:10

ქუთაისთან ახლოს, 140 ჰექტარ ტერიტორიაზე, სახელმწიფო, ფონდ „ქართუს" სრული ფინანსური მხარდაჭერით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდი ევროა. სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს იგეგმება.

12 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, საქართველოს მთავრობამ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება დააანონსა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიდამოებში აშენდება და მსოფლიოს წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქებისათვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ქალაქი რეგიონში უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.

​„აქ აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის", - თქვა პრემიერმა. 



Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...


მსგავსი სიახლეები

up