SBM LEAGUE 2016/17:სეზონის პირველი 1/4 ფინალები

SBM LEAGUE 2016/17:სეზონის პირველი 1/4 ფინალები

access_time2017-03-27 16:07:10

26 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. საპლეიოფო დაპირისპირებები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს. მოლოდინისამებრ შეხვედრები უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

 


თავდაპირველად, ერთმანეთს სუპერლიგა B-ს საუკეთესო რვა გუნდი დაუპირისპირდა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული Funday Entertainment-ის გუნდი სკ თელავს ეთამაშა და არც თუ იოლად, 3:1 დაამარცხა და პლეიოფში დაწინაურდა.

 


გამორჩეულად დაძაბული და დრამატული გამოდგა საქართველოს უნივერსიტეტისა და სკ ჯვაროსნები 2-ს შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი 7 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა -  საფეხბურთო ლატარეაში „სტუდენტებს“ გაუმართლათ - 4:3.

 


საპლეიოფო მარათონი წარმატებით დაიწყო ვივუსის საფეხბურთო გუნდმა, რომელმაც პრინციპულ და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს, ევროკრედიტს, მიუხედავად არაერთი საპირისპირო მცდელობისა, ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0.

 


მორიგი დაძაბული საფეხბურთო დაპირისპირება შედგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ზესტაფონის „ფეროს“ შორის. ისევე როგორც წრიულ ეტაპზე, ზესტაფონში გამართული შეხვედრა, აღნიშნული პირველი1/4 ფინალური დუელიც საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც მინიმალური სხვაობით გამარჯვება „სტუდენტებს“ ხვდათ წილად - 4:3. აღსანიშნავია, რომ იმერლებმა მატჩის განმავლობაში ორი 7 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.

 


26.03.2017.სუპერლიგაB. 1/4 ფინალი (1)

Funday Ent. - სკ თელავი 3:1

FC UG - სკ ჯვაროსნები 2 3:3 პენ. 4:3

სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge0:2

კსუ/CIU- სკ ფერო (ზესტ) 4:3

 

 


ბომბარდირები: გიორგი ლეჟავა (ფერო) – 13, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 11, ნოდარ ჯიბლაძე (UG) – 10, გიგი მამალაძე (Vivus.ge), ლუკა თავზარაშვილი (Funday) – 9

 

 

 

კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა 1/4 ფინალური დაპირისპირებები სუპერლიგა A-ში. რეგულარული სეზონის ტრიუმფატორმა, სკ პსპ-მ მოლოდინისამბერ იოლად დაამარცხა „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ – 5:0.


მფკ ნატახტარმა, სკ ჯვაროსნებს აჯობა დაძაბულ ბრძოლაში 6:3 და საპლეიოფო რბოლაში უპირატესობა მოიპოვა.


ასეთივე ანგარიშით, ლიდერების გარეშე მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა, ტელეკომპანია იმედის გუნდს მოუგო პირველი 1/4 ფინალური დუელი - 6:3.


 

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირებას, ამ წყვილში ტექნიკური მოგებებით 1/2 ფინალის საგზურს ეს უკანაკსნელი მოიპოვებს.

26.03.2017.სუპერლიგაA. 1/4 ფინალი (1)

FC PSP – GM ჭიათურა 5:0

მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები 6:3

სფფ - ტვ იმედი 6:3

სდსს - CFCP 0:3

 

ბომბარდირები: კახა კალაძე (სფფ), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 13, ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ) – 10, ალექსანდრე იაშვილი (სფფ) - 9

 


მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 28 მაისს გამართავენ.

 

კვირასვე ვერცხლის ლიგის XII ტურის სამი შეხვედრა გაიმართა  და სამივე მოულოდნელი შედეგით დასრულდა. პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლმა აჭარა ჯგუფმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ავერსი დაამარცხა 5:2, მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და პირველი მარცხი იწვნია საქართველოს ბანკის გუნდმა, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდთან დათმო 0:2. ფაქტიურად უშანსოდ წააგო კიდევ ერთმა ლიდერმა, ბაქსვუდმა, რომელსაცევროპაბეთმა5:1 სძლია.

26.03.2017. ვერცხლის ლიგა. XIIტური

აჭარა ჯგუფი - ავერსი 5:2

საქართველოს ბანკი - RS  0:2

ბაქსვუდი - ევროპაბეთი 1:5

ვერცხლის ლიგის საუკეთესო რვა გუნდი და შესაბამისად 1/4 წყვილები, 9 აპრილს გასამართი წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შემდეგ გაირკვევა.

 

ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი) – 19, ნიკა გვაზავა (ავერსი) – 18, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) - 16

 

 


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

 


მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 


სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

 

 


 

 




„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...


მსგავსი სიახლეები

up