SBM LEAGUE 2016/17: კალაძე-იაშვილის 4+4 და სეზონის საინტერესო დასაწყისი!

SBM LEAGUE 2016/17: კალაძე-იაშვილის 4+4 და სეზონის საინტერესო დასაწყისი!

access_time2016-10-24 13:40:19

23 ოქტომბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. რიგით მეცხრე სეზონმა სუპერლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი.

 


პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. სადებიუტო შეხვედრაში უნიკრედიტმა ლიგის დებიუტანტს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია 7-4. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და გამარჯვებაც სწორედ „ფინანსისტებს“ დარჩათ. გამარჯვებით აღნიშნა ჩემპიონატის დაწყება სპორტული კლუბ „ჯვაროსნების“ მეორე გუნდმა, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა 4-1. სენსაცია დაფიქსირდა პირველივე ტურში, რომლის შემოქმედიც ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტი, სკ თელავი აღმოჩნდა. კახელების მეტოქე შარშანდელი ნახევარფინალისტი და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული, ევროკრედიტის საფეხბურთო გუნდი იყო - მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი სათამაშო უპირატესობისა, თელაველებმა ჩვეული კახური სიდინჯე გამოავლინეს და მეტოქის შეტევებს ორი უპასუხო გოლი „დაახვედრეს“ – 2-0. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ზესტაფონის „ფეროსა“ და დებიუტანტ „ფანდაი ენტერტაიმენტის“ გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი საგოლე მომენტების სიმრავლისა, იმერლებმა გამოცდილების ხარჯზე ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში. ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ვივუსის გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

 


23.10.2016. სუპერლიგა B. I ტური

Unicredit.ge - ეთა 7-4

სკ საქართველოს უნივერსიტეტი - სკ ჯვაროსნები -2  1-4

სკ თელავი - სკ ევროკრედიტი  2-0

სკ ფერო (ზეს) – Funday Ent 2-0

კსუ - სკ Vivus.ge 2-2

 



კვირასვე აიღო სტარტი სუპერლიგა A -ს გათამაშებამ. პირველი ტურის პირველი დაპირისპირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სპორტული კლუბ „ჯვაროსნების“ პირველ გუნდებს შორის გაიმართა. საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ს გამარჯვებით 5-2 დასრულდა. პოკერი შეასრულა კახა კალაძემ, რომელმაც ოთხივე გოლი ალექსანდრე იაშვილის პასებით გაიტანა. სუპერლიგა A-ს სადებიუტო ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერლიგა B-ს შარშანდელი ფინალისტები, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდები, ისევე როგორც ფინალში, ამჯერადაც გამარჯვება პრევენციის ცენტრს დარჩა 3-1. სეზონის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს, ლიგის ორი პრინციპული და ლამის ისტორიული მეტოქეებიც - სკ პსპ და მფკ ნატახტარი. „ფარმაცევტებმა“ 5-2 სძლიეს მეტოქეს და თავიანთი თამაშით საკმაოდ ამბიციური განაცხადიც გააკეთეს. სათამაშო დღე ტელეკომპანია იმედის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვერაში გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ შეძლეს თავის გამოჩენა,  საბოლოოდ ფრე 1-1.

 


23.10.2016. სუპერლიგა A. I ტური


სფფ - სკ ჯვაროსნები 5-2

CFCP – GM ჭიათურა 3-1

სკ პსპ - მფკ ნატახტარი 5-2

ტვ იმედი - სდსს 1-1

 


მომდევნო კვირას, 30 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

 

 


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

 

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

 





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up