SBM LEAGUE 2015/16: ვინ დარჩება სუპერლიგის პლეიოფს მიღმა?

SBM LEAGUE 2015/16: ვინ დარჩება სუპერლიგის პლეიოფს მიღმა?

access_time2016-02-26 16:01:45

28 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კვირას, სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლო IX ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც მთავარი ინტრიგა პლეიოფში გამსვლელთა და პლეიოფს მიღმა დარჩენილთა ვინაობის გარკვევაა.

სუპერლიგის ტურის დაწყებამდე, სათამაშო დღე კორპორატიული ლიგის VII ტურის გადადებული შეხვედრებით აიღებს სტარტს. ორი დაპირისპირება გაიმართება ვერცხლის ლიგაში: საქრუსენერგო ვითიბი ბანკს ეთამაშება, ხოლო გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ალიანს საქართველო, თბილისის მერიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას. 

ერთი მატჩი გაიმართება ოქროს ლიგაშიც. ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ფოსტისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდები წარსდგებიან.


28.02.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური

11:00 საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი 

12:00 ალიანს საქართველო - მერია 

28.02.2016. ოქროს ლიგა. VII ტური

15:00 საქართველოს ფოსტა – TTC


სუპერლიგა A-ს ბოლო ტური, 14:00 სთ-ზე ვეტერანებისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირებით დაიწყება. ორივე გუნდს პლეიოფში მოხვედრა განაღდებული აქვს, ერთადერთი, სატურნირო თვალსაზრისით გასარკვევია თუ რომელ ადგილზე დაასრულებენ გუნდები ასპარეზობას. 


გაცილებით პრინციპული შეხვედრაა მოსალოდნელი გათამაშების ფავორიტ სკ პსპ-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს შორის. ეს უკანასკნელი მარცხის შემთხვევაში შესაძლოა პლეიოფს მიღმა აღმოჩნდეს - შესაბამისად მათთვის ამ დაპირისპირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

ლიდერთა სამეულში ადგილების გადასანაწილებლად იბრძოლებენ მფკ ტატიშვილი და სკ ევექსი-ჯვაროსნები. დაუმარცხებელი „მედიკოსები“ ერთი ქულით და ერთი პოზიციით ჩამორჩებიან მეორე ადგილზე მყოფ მეტოქეს.

 


აუცილებელი სამი ქულისთვის მოუწევს თამაში მცხეთის „გრანდ გრუპ ჯორჯიას“, რომლის მეტოქეც შსს-ს საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნება. მოგების გარდა სხვა შედეგი მცხეთელებს სუპერლიგა C-ს საგზურად „დაუჯდებათ“. 

 

28.02.16. სუპერლიგა A. IX ტური

14:00 სკ ვეტერანები – მფკ ნატახტარი

16:00 სდსს – FC PSP

17:00 მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები 

18:00 გრანდ გრუპი (მცხ) - შსს 

ბოლო ტურის წინ გაცილებით „გაურკვეველი“ ვითარებაა სუპერლიგა B-ს სატურნირო ცხრილში. 


პირველი ადგილის დაკავების შანსს ერთბაშად ხუთი გუნდი ინარჩუნებს, ამავე დროს გავარდნის საფრთხე ერთაბაშად ოთხ გუნდს ემუქრება. 

 

ტური ვივუსისა და ახპიურის დაპირისპირებით დაიწყება. იმისათვის, რომ აჭარლებმა თავი მშვიდად იგრძნონ, აუცილებლად მოგება ესაჭიროებათ, თუცმა არის შანსი ისინი საუკეთესო რვაში მარცხის შემთხვევაშიც აღმოჩნდნენ. 

 

დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად იბრძოლებს ზესტაფონის „ფერო“, რომლის მეტოქეც ამჟამინდელი ლიდერი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იქნება. 

 

ცხრილის სხვადასხვა ნაწილში პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა და ევროკრედიტის გუნდები. ეს უკანასკნელი ცხრილის სათავეში მოქცევას შეეცდება, ხოლო იმერლების მთავარი მიზანი პლეოფში მოხვედრაა. 

 

სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით დასრულდება. უნიკრედიტისა და კასპის „გენერლის“ შეხვედრაში, ორივე მათგანი ინარჩუნებს „დარჩენა-გავარდნის“ შანსებს. თუ კასპელთა გამარჯვება მათ აუცილებლად მოუტანს პლეიოფის საგზურს, მათ მეტოქეს ეს საგზური შესაძლოა მარცხის შემთხვევაშიც ერგოს. თუმცა არის ვარიანტი უნიკრედიტს წარუმატებლობა ლიგასთან დამშვიდობებად დაუჯდეს. 

 

28.02.16. სუპერლიგა  B. IX ტური

13:00 VIVUS.GE – ახპიური (ბთ)

19:00 სკ ფერო (ზეს) – UG

20:00 GM ჭიათურა – ევროკრედიტი

21:00 UNICREDIT.GE – მფკ გენერალი (კას)


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო  და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up