SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის პლეიო ოფები საინტერესოდ დაიწყო

SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის პლეიო ოფები საინტერესოდ დაიწყო

access_time2016-04-25 13:50:04

24 აპრილს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა, სადაც ყველაზე საინტერესო სუპერლიგის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები იყო და მოლოდინისამებრ გუშინდელმა დაპირისპირებებმა სრულად გაამართლა გულშემატკვრის მოლოდინი. 


სუპერლიგა A-ს პლეიოფი ნატახტარისა და ვეტერანების დაპირისპირებით დაიწყო. 


რომელიც ნატახტარის გამარჯვებით 5-4 დასრულდა და სერიაშიც სწორედ ისინი დაწინაურდნენ.  მინიმალური სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება მოქმედმა ჩემპიონმა პსპ-მ რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს სძლია 2-1. ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა მფკ ტატიშვილმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხა უშანსოდ 5-1. მოულოდნელად დიდი ანგარიშით იმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ევექსი-ჯვაროსნებს აჯობა 6-1.

 

24.04.2016. სუპერლიგა  A. 1/4 ფინალი (I)


 სკ პსპ - სდსს 2-1


მფკ ტატიშვილი - FC TTC 5-1


მფკ ნატახტარი - ვეტერანები  5-4


 

სკ ევექსი  ჯვაროსნები - შსს  1-6.

 

არანაკლებ დაძაბულად წარიმართა პლეიოფის შეხვედრები სუპერლიგა B-ს გათამაშებაში. სენსაციურად დაასრულდა რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და უნიკრედიტის გუნდები დაპირისპირება. ძირითად დროში დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შემდეგ - 2-2, 7 მეტრიანების სერია უკეთ უნიკრედიტის ფეხბურთელებმა შეასრულეს და სერიაშიც ისინი დაწინაურდნენ. დამარცხდა კიდევ ერთი ფავორიტი, ვივუსი რომელმაც კასპის „გენერალთან“ დათმო საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 2-3. დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ და ევროკრედიტმა. ამ უკანასკნელმა საქართველოს უნივერსიტეტს აჯობა 3-0, ხოლო ჭიათურლებმა იმერულ დერბიში ზესტაფონის „ფეროს“ სძლიეს 5-1.  


 

შეგახსენებთ, რომ პლეიოფები ორ მოგებამდე გრძელდება.

 

24.04.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (I)


CFCP – UNICREDIT.GE 2-2 პენ. 1-3


სკ ფერო (ზეს) - GM ჭიათურა 1-5



VIVUS.GE -  მფკ გენერალი (კასპი) 2-3


 

UG – ევროკრედიტი 0-3.

 

კვირას გაიმართა ასევე ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრაც. თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკი გაანადგურა 8-1, ხოლო ევროპებეთმა შემოსავლების სამსახურის გუნდის დამარცხება შეძლო მინიმალური სხვაობით, 1-0.

 

24.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური


თიბისი ბანკი - ეროვნული ბანკი 8-1


შემოსავლების სამსახური  - ევროპაბეთი 0-1


გუშინვე გაიმართა ასევე ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ერთი დაპირისპირებაც. 


 

საპატრულო პოლიციის გუნდმა კრედოს მოუგო 6-2.

 

24.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)


პატრული - კრედო 6-2


დღეს გაიმართება ოქროს ლიგის დარჩენილი ორი 1/4 ფინალური შეხვედრაც. თბილისის 


სატრანსპორტო კომპანიის გუნდი საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ხოლო 


 

რეგულარული სეზონის გამარჯვებული ნატახტარი ვესტ ინვესტთან ითამაშებს.

 

25.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)


21:00 TTC - საქ. ფოსტა 


 

22:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი.


24.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური


 

ბაქსვუდი - 51 სკოლა 3-8.


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .


მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up