SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა

SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა

access_time2016-02-29 18:27:53

28 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. გაირკვა ის 8-8 გუნდი, რომლებიც პლეიოფში განაგრძობენ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას და იგივე 16 გუნდი იბრძოლებს ასევე სუპერლიგის თასისთვისაც.

 

სუპერლიგა A-ს წრიული ეტაპი, მოქმედი ჩემპიონის პსპ-ს ტრიუმფით დასრულდა. წინა სეზონში დაწყებული სერია „ფარმაცევტებმა“ მიმდინარე გათამაშებაში წარმატებულად განაგრძეს და რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულეს პირველ ადგილზე. ბოლო ტურში პსპ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 0-3 დაამარცხა.

 

ლიდერს ორი ქულით ჩამორჩა და რეგულარული სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა, კიდევ ერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა  მფკ ტატიშვილმა. „მედიკოსები“ კვირას სკ ევექსი-ჯვაროსნებს დაუპირისპირდნენ და უმძიმეს ბრძოლაში 2-0 იმარჯვეს.

 

დიდი ანგარიშით იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა. მფკ ნატახტარმა ვეტერანები დაამარცხა 6-0 და საპლეიოფო რვიანში მესამე პოზიცია ერგო. 

 

უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება დათმო მცხეთის „გრანდ გრუპ ჯორჯიამ“, რომელსაც შსს-თან 1-3 წაგება პლეიოფს მიღმა დარჩენად დაუჯდა. მცხეთელები ასპარეზობას სუპერლიგა C -ში განაგრძობენ.

 

28.02.16. სუპერლიგა A. IX ტური

სკ ვეტერანები – მფკ ნატახტარი 0-6

სდსს – FC PSP 0-3

მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები 2-0

გრანდ გრუპი (მცხ) - შსს 1-3


ამრიგად 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სკ პსპ - სდსს

მფკ ტატიშვილი - FC TTC

მფკ ნატახტარი - ვეტერანები

სკ ევექსი-ჯვაროსნები - შსს

პლეიოფში გამარჯვებულის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.



ბომბარდირები:  დიტო ანდღულაძე (ჯვაროსნები) – 10, დავით მუჯირი (ვეტერანები) – 9, შოთა უშარაული (შსს) - 7

საკმაოდ დაძაბული გამოდგა სუპერლიგა B-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურიც.

 

ვივუსმა წარუმატებელი სერია ახპიურთან შეწყვიტა და უმძიმეს ბრძოლაში 3-1 სძლია მეტოქეს. როგორც შემდგომ გაირკვა, აჭარლები ამ მარცხით პლეიოფს მიღმა დარჩნენ და სუპერლიგა C-ში განაგრძობენ თამაშს.

 

უაღრესად დაძაბული გამოდგა ზესტაფონის „ფეროსა“ და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებაც. იმერლებმა 1-0 მოახერხეს მეტოქის დამარცხება და რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს. 

 

მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა ევროკრედიტმა, რაც მათ რეგულარული სეზონის გამარჯვებულის წოდების დაკარგვად დაუჯდათ. მათი მეტოქე „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდი იყო. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ევროკრედიტი კი პლეიოფში მე-5 ადგილიდან ითამაშებს.

 

პლეიოფში ითამაშებს კასპის „გენერალიც“, რომელსაც წინა ტურში სენსაციური გამარჯვების შემდეგ გუშინ ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა კასპელებმა უნიკრედიტთანაც მოახერხეს სამი ქულის მოპოვება - 4-1 და ორი ტურის წინ ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანა, რეალობად აქციეს. 

რაც შეეხება წრიული ეტაპის გამარჯვებულს, სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი (CFCP) გალიდერდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, სეზონის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს და პირველობაც დაიმსახურეს. 

 

28.02.16. სუპერლიგა  B. IX ტური

 VIVUS.GE – ახპიური (ბთ) 3-1

სკ ფერო (ზეს) – UG 1-0

GM ჭიათურა – ევროკრედიტი 1-1

UNICREDIT.GE – მფკ გენერალი (კას) 1-4

სუპერლიგა B-ს 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

CFCP – UNICREDIT.GE

სკ ფერო - GM ჭიათურა

VIVUS.GE - გენერალი (კასპი)

საქართველოს უნ. - ევროკრედიტი

გამარჯვებული აქაც ორი მოგების ჯამში გამოვლინდება.

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (ფერო) – 16, გიორგი ჩივაძე (CFCP) – 13, რასიმ კურბანოვი (UG), ბექა დაბრუნდაშვილი (გენერალი) - 11

რაც შეეხება სუპერლიგის თასის გათამაშებას, აქ უკვე ორივე ლიგიდან გასული 16 გუნდი ბრმა წილისყრის შედეგად 1/8 ფინალიდან დაიწყებენ ასპარეზობას. თასის წილისყრა 8 მარტს გაიმართება.


კვირასვე, VII ტურის გადადებული შეხვედრები გაიმართა კორპორატიულ ლიგებში.

28.02.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური

საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი 0-6

ალიანს საქართველო - მერია 1-1


28.02.2016. ოქროს ლიგა. VII ტური

საქართველოს ფოსტა – TTC 1-5

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 

 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო  და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

 

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up