SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგას ახალი ლიდერები ყავს

SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგას ახალი ლიდერები ყავს

person access_time2016-02-01 15:07:56

31 იანვარს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კვირას, VII ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

 

სუპერლიგა B-ს აწ უკვე ყოფილმა აუტსაიდერმა, უნიკრედიტმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად მათი მეტოქე ფაქტიურად გასავარდნად განწირული პალერმო იყო, რომლისთვის ეს მატჩი გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო. შეხვედრა 6-4 დასრულდა უნიკრედიტის სასარგებლოდ, რომელიც ამ მოგების შედეგ 10 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში მოკალათდა და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერებს. 

 

ამ ტურის შემდეგ, სუპერლიგა B-ში ერთპიროვნული ლიდერობა დაასრულა ვივუსმა, რომელიც გუშინ დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი და საკმაოდ მტკივნეული მარცხიც იწვნია - 3-7.

 

ლიდერის წაგების შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მოსაკალათებლად ზესტაფონის „ფერომ“ და ევროკრედიტმა ნამდვილი შეუპოვარი ბრძოლა გამართეს და ტრიბუნებზე შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს კარგი და დაძაბული სანახაობაც შესთავაზეს. ანგარიშით და თამაშის სცენარის მიხედვით შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმიდინარეობდა. სამი ქულის მოპოვებასთან უფრო ახლოს ევროკრედიტი იყო, რომელსაც მიზნის მისაღწევად ზუსტად 30 წამი დააკლდა - საბოლოოდ ლოგიკური და დამსახურებული ფრე 3-3. მოპოვებული ქულის შემდეგ, იმერლებმა ვივუსის მსგავსად 14 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.


ტურის კიდევ ორ დაპირისპირებას სატურნრიო ცხრილის ქვედა ნაწილში არსებულ მდგომარეობაზე უნდა გაეცა პასუხი. აჭარის სომეხთა კავშირის გუნდმა „ახპიურმა“, ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა დაამარცხა 3-1 და მეტოქის მსგავსად 8 ქულა დააგროვა,  რითიც 4 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას და ბოლო ორ ტურში ერთი მოგებაც ეყოფა დასახული მიზნის მისაღწევად.

 

პრინციპული და საჭირო თამაშის მოგება კვლავ ვერ შეძლო კასპის „გენერალმა“, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და 3-7 დათმო. ახლა კასპელებს მხოლოდ დარჩენილი ორი თამაშის მოგება გადაარჩენთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ან ახპიური ან ჭიათურა ვერცერთი თამაშის მოგებას ვერ შეძლებენ.


31.01.2016. სუპერლიგა B. VII ტური


UNICREDIT.GE – პალერმო 6-4

VIVUS.GE – CFCP 3-7

GM ჭიათურა – ახპიური 1-3

სკ ფერო – ევროკრედიტი 3-3

მფკ გენერალი – UG 3-7

ბომბარდირები:დავით ხუჯაძე(ფერო) – 14, გიორგი ჩივაძე (CFCP) – 11, ბექა დაბრუნდაშვილი (გენერალი) – 9, რასიმ კურბანოვი (UG) - 8


არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა შეხვედრები სუპერლიგა A-შიც. 


როგორც მოსალოდნელი იყო, არ გასჭირვებია მორიგი სამი ქულის მოპოვება მოქმედ ჩემპიონს სკ პსპ-ს, რომელმაც ბათუმის „დინამოს“ სძლია 4-0.

არც თუ იოლი, მაგრამ მაინც დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა კიდევ ერთმა ლიდერმა, მფკ ტატიშვილმა. „მედიკოსები“ ვეტერანებს დაუპრისპირდნენ და 4-3 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ სტარტზე „კალაძე და კომპანია“ ორი ბურთით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ტრამვით გამოწველი ორ თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ დაუბრუნდა მოედანს კახა კალაძე.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და ევექსი-ჯვაროსნების დაპირისპირებაც.  პირველი ნახევრის განმავლობაში ორივე გუნდი უფრო დაცვაში იყო მობილიზებული და სწორედ ამის შედეგიც იყო, რომ არცერთ კართან რეალური საგოლე მომენტიც კი არ შექმნილა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ჯერ ჯვაროსნები გავიდნენ წინ, რასაც სდსს-ს მხრიდან უმალვე მოყვა გამათანაბრებელი დარტყმა. მალევე ძალოვნები წინაც გავიდნენ. მატჩის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როდესაც გიორგი კვანტალიანმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და თავის გუნდს ქულა მოუტანა - 2-2.

ფრიად საჭირო გამარჯვების მოპოვება მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილში უშუალო კონკურენტს, თბილისის სატრასნსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდა და 3-0 სძლია. „ტრანსპორტელებს“ კი გავარდნისგან თავის დასაღწევად დარჩენილ შეხვედრებში თითქმის 100% შედეგის დაფიქსირება მართებთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ უშუალო კონკურენტები დაკარგავენ ქულებს.

ტურის ბოლო მატჩიც ასევე საინტერესოდ წარიმართა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი მფკ ნატახტარი, ერთ-ერთ აუტსაიდერს მცხეთის „გრანდ გრუპ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა, ფრედ 2-2 დასრულდა. გადამწყვეტი აქაც ბოლო წუთების ფაქტორი აღმოჩნდა. ნატახტარის ლიდერმა და კაპიტანმა, გიორგი სეფერთელაძემ საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე, თავისი გუნდი სენსაციური მარცხისგან იხსნა.

სუპერლიგა B-ს მსგავსად, სატურნირო ცხრილში აქაც ორ ხელისუფლებიანობაა. 15-15 ქულით სათავეში მყოფ პსპ და ტატიშვილს შორის, ბურთების უკეთესი სხვაობით პირველი ადგილი „ფარმაცევტებს“ უკავიათ.

31.01.2016. სუპერლიგა A. VII ტური

FC PSP – დინამო (ბთ) 4-0

ვეტერანები – მფკ ტატიშვილი 3-4

სდსს - სკ ევექსი-ჯვაროსნები 2-2

FC TTC – შსს 0-3

გრანდ გრუპი - მფკ ნატახტარი 2-2


ბომბარდირები: დავით მუჯირი (ვეტერანები) – 9, დიტო ანდღულაძე (ევექსი) – 8, გიორგი სეფერთელაძე, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი), იასონ ხუნდაძე (FC TTC), შალვა ფირცხალავა (სდსს), შოთა უშარაული (შსს), ლადო ასათიანი (გრანდ გრუპი), გიორგი აფციაური (მფკ ტატიშვილი) - 5


კვირასვე გაიმართა ოქროს ლიგის VI ტურის გამოტოვებული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა“ და საპატრულო პოლიციის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი პატრულის გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.


31.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური

 

GWP - პატრული 0-4


სპორტული სააგენტო SBM,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განაგრძობს პროექტს - გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი, რომლის მიზანიც გახლავთ საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.  

 

იანვრის თვის სტუმარი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე,  კაპრალი ბესიკ გოგობერიშვილი გახლდათ,  რომელიც გუშინ გამართულ ვეტერანების და მფკ ტატიშვილის შეხვედრას დაესწრო და მონაწილე გუნდებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ჩემპიონატის ორგანიზატორის მიერ დაწესებული საჩუქრების გარდა, ომგამოვლილი კააპრალი დ. ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრისგან 500 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.


კაპრალი ბესიკ გოგობერიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს ჩაირიცხა. 2008 წლის აგვისტოს ომში კი საბრძოლო განგაშის გამოცხადების დროს ჩაერთო. იმ დროს იგი IV მექანიზირებული ბრიგადის სატანკო ბატალიონის ტანკის მემიზნე ოპერატორი გახლდათ.

 

9 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მისი ტანკი ალყაში მოაქციეს და მეთაურთან ერთად ტყვედ აიყვანეს. მაშინ 25 წლის იყო.

 

ტყვეობაში და სასტიკ პირობებში მან 15 დღე გაატარა. გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც  ქართულმა მხარემ მისი დამტყვევებლების  სამი ახლობელი უვნებელი იპოვა. ტყვეთა გაცვლა 24 აგვისტოს შედგა, ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სოფელ კარალეთში. პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი.

 

გათავისუფლებული ბესიკ გოგობერიშვილი კარალეთიდან პირდაპირ გორის ჰოსპიტალში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია და სამკურნალო კურსი ჩაუტარდა. მას შემდეგ მუდმივად მკურნალობს, რეაბილიტაციის კურსს დღესაც აგრძელებს. 

 

იგი ამჯერად თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში, J1-ის განყოფილებაში მუშაობს და სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად არის ჩართული. ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მარათონში 42 კილომეტრი, 5 საათსა და 10 წუთში დაფარა. მან ვაშინგტონის გარდა ყაზბეგში გამართულ მარათონშიც მიიღო მონაწილეობა. ამჯერად კი საქართველოს შეიარაღებული ძალების  სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს დახმარებით სპორტის სხვა სახეობებში ჩართვასაც გეგმავს.


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 

 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“  და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

 

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up