SBM LEAGUE 2015/16: სათასო ბატალიები კორპორატიულ ლიგაშიც იწყება

SBM LEAGUE 2015/16: სათასო ბატალიები კორპორატიულ ლიგაშიც იწყება

access_time2016-04-01 12:00:04

ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 3 აპრილს, კორპორატიული ლიგის თასის თამაშებით განახლდება, რომელსაც ტრადიციულად ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.


წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 8-8 გუნდი ბრმა წილისყრის შედეგად კორპორატიული ლიგის თასისთვის იწყებენ ბრძოლას, რომელიც წელს პირველად იმართება.


სათამაშო დღე, ვესტ ინვესტისა და თბილისის მერიის გუნდების მატჩით დაიწყება, რომელიც 11:00 სთ-ზე გაიმართება. ამ დაპირისპირების გარდა, ოქრო-ვერცხლის გუნდები ერთმანეთს კიდევ სამ წყვილში ხვდებიან: ბანკი რესპუბლიკა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეთამაშება, ვერცხლის ლიგის დებიუტანტი თეთრი ქუდი, პატრულს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ფოსტა ბაქსვუდთან ეცდება რანგობრივი ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. სხვა დაპირისპირებებიდან გამოსარჩევია ვერცხლის ლიგის ორი ფავორიტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ალიანს საქართველოს გუნდების შეხვედრა. ვერცხლის ლიგიდან კიდევ ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს: ვითიბი ბანკი საქრუსენერგოს ეთამაშება. ოქროს ლიგიდან კი ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი -კრედო და ტრადიციული მეტოქეები, ნატახტარი - საქართველოს ბანკი იბრძოლებენ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

 

03.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8 ფინალი


11:00  ვესტ ინვესტი - თბილისის მერია


12:00  GWP - კრედო


13:00  საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი


14:00 ბანკი რესპუბლიკა - TTC


16:00 ტატიშვილი - ალიანს საქართველო


18:00  ნატახტარი - საქ. ბანკი



20:00  თეთრი ქუდი - პატრული


21:00  საქ. ფოსტა - ბაქსვუდი


 

კვირასვე ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C -ს რამოდენიმე შეხვედრაც გაიმართება.

 

15:00 სთ-ზე ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიბერთი ბანკი და ევროპაბეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 17:00 სთ-ზე კი შემოსავლების სამსახურის და თიბისი ბანკის გუნდები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

 

03.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური


15:00 ლიბერთი ბანკი - ევროპაბეთი


 

17:00 შემოსავლების სამსახური - თიბისი ბანკი.

 

სუპერლიგა C-ს მესამე ტურის ერთი დარჩენილი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სამტრედია და ტელეკომპანია იმედი დაუპირისპირდებიან.

 

03.04.2016. სუპერლიგა C. III ტური


 

19:00 სამტრედია - ტვ იმედი.სათამაშო კვირას, ორშაბათს სუპერლიგა C-ს პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა დაასრულებს. მცხეთის გრანდ გრუპი, ლიგის დებიუტანტს, სისი ლოუნის გუნდს დაუპირისპირდება.

 

04.04.2016. სუპერლიგა C. I ტური


 

21:00 გრანდ გრუპი - სისი ლოუნი.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”


მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up