SBM LEAGUE 2015/16: საპლეიოფო ციებ-ცხელება სუპერლიგაშიც იწყება

SBM LEAGUE 2015/16: საპლეიოფო ციებ-ცხელება სუპერლიგაშიც იწყება

access_time2016-04-22 12:24:53

24 და 25 აპრილს სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს. ორ განყოფილებიანი მრავალფეროვანი სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა ამჯერადაც პლეიოფებია - საჩემპიონო მარათონი სუპერლიგაშიც იღებს სტარტს.


კვირა დღე ბრინჯაოს ლიგის IV ტურის დაპირისპირებებით დაიწყება. თიბისი ბანკი ეროვნულ ბანკს დაუპირისპირდება, ხოლო შემოსავლების სამსახურის გუნდი ევროპაბეთთან გაარკვევს ურთიერთობას.


24.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური


11:00 თიბისი ბანკი - ეროვნული ბანკი 


12:00 შემოსავლების სამსახური  - ევროპაბეთი 


ამავე დღეს გაიმართება ბავშვთა ლიგის მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბაქსვუდის და 51-ე სკოლის გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

24.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური


15:00 ბაქსვუდი - 51 სკოლა 


13:00 სთ-დან კი სუპერლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხედრები გაიმართება. 


შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა ჯამში ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს.


პირველ საპლეიოფო დაპირისპირებას, მოქმედი ჩემპიონი და რეგულარული სეზონის გამარჯვებული სკ პსპ გამართავს, რომლის მეტოქეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური 

სამსახურის გუნდი იქნება.


 14:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი მფკ ტატიშვილი, რომელსაც 1/4 ფინალში მეტოქედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი ერგო. 



16:00 სთ-ზე დაიწყება კიდევ ერთი 1/4 ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ ნატახტარი და ვეტერანები დაუპირისპირდებიან. 1/4 ფინალების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება სკ ევექსი-ჯვაროსნებსა და შსს-ს შორის 17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.


24.04.2016. სუპერლიგა  A. 1/4 ფინალი (I)


13:00 სკ პსპ - სდსს 


14:00 მფკ ტატიშვილი - FC TTC


16:00 მფკ ნატახტარი - ვეტერანები 


17:00 სკ ევექსი  ჯვაროსნები - შსს 


19:00 სთ-დან საპლეიოფო გარჩევებში სუპერლიგა B-ს გუნდები ჩაებმევიან. 


რეგულარული სეზონის გამარჯვებული, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი უნიკრედიტს ეთამაშება.  1/4 ფინალები იმერული დერბით გაგრძელდება, რომელშიც ერთმანეთს სკ ფერო და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ დაუპირისპირდებიან. 20:00 სთ-ზე დაიწყება უკვე ტრადიციულ მეტოქეებად ქცეული ვივუსის და კასპის „გენერლის“ დაპირისპირება. 1/4 ფინალების პირველ რაუნდს საქართველოს უნივერსიტეტის და ევროკრედიტის შეხვედრა დაასრულებს.

 

24.04.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (I)


19:00  CFCP – UNICREDIT.GE


18:00  სკ ფერო (ზეს) - GM ჭიათურა


20:00  VIVUS.GE -  მფკ გენერალი (კასპი)


21:00   UG – ევროკრედიტი


ორ დღეზე გადანაწილდება ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრაც. კვირას პატრული კრედოს ეთამაშება, ხოლო ორშაბათს 25 აპრილს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ნატახტარი კი ვესტ ინვესტთან გაარკვევს ურთიერთობას. კიდევ ერთი 1/4 ფინალური დაპირისპირება გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც GWP-იმ საქართველოს ბანკს სძლია 1-0 და ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

 

24.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)


22:00  პატრული - კრედო 


25.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)


21:00 TTC - საქ. ფოსტა 


 

22:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .


მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up