SBM LEAGUE 2015/16: საპლეიოფო ციებ-ცხელება გრძელდება

SBM LEAGUE 2015/16: საპლეიოფო ციებ-ცხელება გრძელდება

access_time2016-05-13 14:55:28

13, 15 და 16 მაისს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართება.


პარასკევს, ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის ერთი დაპირისპირება გაიმართება, ეროვნული ბანკი ბი პი ჯორჯიას ეთამაშება.

 

13.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური


20:00 ეროვნული ბანკი – ბიპი ჯორჯია.


დღესვე გაიერკვევა კორპორატული ლიგის თასის ორივე ფინალისტის ვინაობაც - ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ვითიბი ბანკი - საქართველოს ფოსტა და ნატახტარი - პატრული დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალები შესაბამისად 21:00 და 22:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

 

13.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/2 ფინალი


21:00 ვითიბი ბანკი - საქართველოს ფოსტა


22:00 ნატახტარი - პატრული.


კვირა დღე კი ტრადიციულად საპლეიოფო „გარჩევებს“ დაეთმობათ. დარჩენილი სამი ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ვერცხლის ლიგაში, სადაც 1/4 ფინალური ეტაპის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრები უნდა გაიმართოს. ალიანს საქართველო საქრუსენერგოს დაუპირისპირდება, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი ბანკ რესპუბლიკასთან გაარკვევს მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, ხოლო კიდევ ერთი ნახევარფინალისტის საგზურისთვის თეთრი ქუდი და თბილისის მერია იბრძოლებენ. რაც შეეხება მეოთხე გუნდს, ნახევარფინალში თამაში ვითიბი ბანკმა ორიდან ორი მოგებით გაინაღდა.

 

15.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (III)


11:00 ალიანს საქართველო – საქრუსენერგო 


12:00 ტატიშვილი – ბანკი რესპუბლიკა


13:00 თეთრი ქუდი – თბილისის მერია.

 

 

კვირას გაიმართება 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები სუპერლიგაში.

 

საკმაოდ დაძაბული პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ნატახტარის გამარჯვებით 5-4 დასრულდა, ვეტერანების მთავარი მიზანი სერიაში ანგარიშის გათანაბრებაა. პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (6-1) შსს ნაადრევად შეეცდება ევექსი-ჯვაროსნების ასპარეზობიდან გამოთიშვას. დიდი უპირატესობით იმარჯვა პირველ შეხვედრაში მფკ ტატიშვილმაც, რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდია. მოქმედი ჩემპიონი პსპ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ მინიმალური სხვაობით აჯობეს მეტოქეს (2-1).

 


15.05.2016. სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (II)


15:00 მფკ ნატახტარი – ვეტერანები (5-4)


16:00 ევექსი-ჯვაროსნები - შსს (1-6)


17:00 მფკ ტატიშვილი - FC TTC (5-1)


19:00 FC PSP - სდსს (2-1).


 

არანაკლებ საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგა B-ში. 

პირველ შეხვედრაში სენსაციური მარცხის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი, უნიკრედიტთან მეორე შეხვედრაში ეცდება ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. პირველ „იმერულ დერბიში“ დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ ზესტაფონელ „კოლეგებთან“ მეორე დაპირისპირებაშივე ეცდება მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას. პლეიოფის ცენრალური შეხვედრა კი ვივუსსა და კასპის „გენერალს“ შორის გაიმართება. პირველ, საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში წარმატებას კასპელებმა მიაღწიეს (3-2).


ევროკრედიტი კი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა „სტუდენტებს“ 0-3 აქვთ წაგებული.


15.05.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (II)


10:00 CFCP – UNICREDIT.GE (2-2 pen. 1-3)


18:00 ფერო (ზეს) - GM ჭიათურა (1-5)


20:00 VIVUS.GE - გენერალი (კასპი) (2-3)


 

21:00 UG – ევროკრედიტი (0-3).

 

კვირასვე სუპერლიგა C-ს და ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის თით-თითო შეხვედრაც გაიმართება.


სამტრედია ჯიპიაი ჰოლდინგთან ითამაშებს, ხოლო ავერსი შემოსავლების სამსახურის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

 

15.05.2016. სუპერლიგა C. V ტური


 

14:00 სამტრედია - ჯიპიაი ჰოლდინგი.


15.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური


 

22:00 ავერსი - შემოსავლების სამსახური. 


რაც შეეხება ორშაბათს გასამართ დაპირისპირებებს, ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ოქროს ლიგაში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საქართველოს ფოსტა მესამე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ.


ბრინჯაოს ლიგაში კი მეხუთე ტურის და ზოგადად გათამაშების ცენტრალური დაპირისპირება შედგება - ევროპაბეთი თიბისი ბანკის წინააღმდეგ.


16.05.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (III)


21:00 TTC – საქართველოს ფოსტა


16.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური


 

22:00 ევროპაბეთი - თიბისი ბანკი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის


ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ . 

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up