SBM LEAGUE 2015/16: ოქროს და ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილებიც ცნობილია

SBM LEAGUE 2015/16: ოქროს და ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილებიც ცნობილია

access_time2016-03-07 17:48:58

მარტის პირველ კვირა დღეს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩენმპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. 

 

მანამდე კი პარასკევს, 4 მარტს ოქროს და ვერცხლის ლიგის VII ტურის გამოტოვებული შეხვედრები გაიმართა. მთავარი სენსაცია ვერცხლის ლიგის ერთპიროვნული ლიდერის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდის მარცხია, რომელიც მათ ბოლო პერიოდის ლიგის მთავარ აღმოჩენასთან, თეთრი ქუდის გუნდთან განიცადეს 1-3.

რაც შეეხება ოქროს ლიგის ორ დაპირისპირებას, ისინი განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე დასრულდა. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა ვესტ ინვესტს სძლია 4-1, ხოლო ნატახტარმა საქართველოს ბანკი დაამარცხა 3-2.

 

 04.03.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური

ტატიშვილი - თეთრი ქუდი 1-3

04.03.2016. ოქროს ლიგა. VII ტური

ვესტ ინვესტი - GWP 1-4

ნატახტარი - საქ. ბანკი 3-2

კვირის შეხვედრებს კი ერთადერთი შემორჩენილი ინტრიგისთვის უნდა გაეცა პასუხი, თუ როგორ დაწყვილდებოდნენ კორპორატიული ლიგის გუნდები პლეიოფში.


სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დაიწყო. სადებიუტო სეზონი გამარჯვებით დაასრულა უკვე ბრინჯაოს ლიგაში დაქვეითებულმა ავერსის გუნდმა, რომელმაც კიდევ ერთ აუტსაიდერს, ბი პი ჯორჯიას აჯობა 4-2.

 

დამაჯერებლად იმარჯვა თბილისის მერიამ, რომელმაც საქრუსენერგოს სძლია 7-3. წარმატებული სერია განაგრძო თეთრი ქუდის გუნდმა, რომლის მომდევნო მსხვერპლიც ბაქსვუდი გახდა - 2-1 „თეთრების“ სასარგებლოდ. საკმაოდ დაძაბულ ორთაბროძოლაში იმარჯვა ალიანს საქართველომ, რომელმაც ბანკი რესპუბლიკის გუნდი დაამარცხა 4-3 და როგორც შემდგომ გაირკვა, ამ გამარჯვებით რეგულარული სეზონის გამარჯვებულის წოდებაც დაისაკუთრა. ამის მთავარი მიზეზი კი უშუალო კონკურენტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ დაკარგული ქულებია. „მედიკოსები“ პირველობის კიდევ ერთ მაძიებელს, ვითიბი ბანკის გუნდს დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა, უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

06.03.2016. ვერცხლის ლიგა. IX ტური


 

ავერსი – BP GEORGIA 4-2

საქრუსენერგო – თბილისის მერია 3-7

თეთრი ქუდი - ბაქსვუდი 2-1

ალიანს საქართველო - ბანკი რესპუბლიკა 4-3

ტატიშვილი – ვითიბი ბანკი 0-0

ვერცხლის ლიგის ¼ ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ალიანს საქართველო - საქრუსენერგო

ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი - ბანკი რესპუბლიკა

ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი

თეთრი ქუდი - თბილისის მერია

მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა ჯამში ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 15, ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 14, მინდია ჯალიაშვილი (თეთრი ქუდი), ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 8

დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა ოქროს ლიგაშიც. რეგულარული სეზონის მოგება არ გასჭირვებია მოქმედ ჩემპიონს, ნატახტარს, რომელმაც ბოლო ტურში კრედო დაამარცხა 7-3. დიდი ანგარიშით იმარჯვა „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდმა, რომელმაც ლიგის აუტსაიდერს ევროპაბეთს 10-3 სძლია. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა დარჩენილი ორი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ერთნაირი ანგარიშით 2-1 დასრულდა.  პატრულმა საქართველოს ფოსტას სძლია, ხოლო საქართველოს ბანკმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან დათმო.

06.03.2016. ოქროს ლიგა. IX ტური

 ნატახტარი - კრედო  7-3

ევროპაბეთი – GWP 3-10

საქ. ფოსტა - პატრული 1-2

საქ. ბანკი – TTC 1-2

ოქროს ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ნატახტარი - ვესტ ინვესტი

პატრული - კრედო

ტტც - საქართველოს ფოსტა

GWP - კრედო

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) – 15, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 12, ლევან ჩიხრაძე (კრედო) -11

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up