SBM LEAGUE 2015/16: მოულოდნელი შედეგების ტური კორპორატიულ ლიგაში

SBM LEAGUE 2015/16: მოულოდნელი შედეგების ტური კორპორატიულ ლიგაში

person access_time2016-01-25 14:49:57

24 იანვარს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. VI ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს. 

 

დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყო. პირველები პარკეტზე ბანკი რესპუბლიკისა და თეთრი ქუდის გუნდები გავიდნენ. „სოკოებმა“ წინა ტურის მსგავსად ახლაც მოახერხეს გულშემატკივართა გაკვირვება და ერთი შეხედვით ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 იმარჯვეს.

 

სამი ქულის მოპოვება შეძლო თბილისის მერიის გუნდმა, რომელმაც ბი პი ჯორჯიას სძლია 5-2. 

 

ტურის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება უდაოდ ბაქსვუდისა და ალიანს საქართველოს გუნდებს შორის გაიმართა. ბაქსვუდელთა დამაჯერებელი დასაწყისის შემდეგ (2-0), მათმა მეტოქემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შემდეგ ორი ბურთით დაწინაურდა კიდეც. მიუხედავად უპირატესობისა და არაერთი საგოლე მომენტისა ბაქსვუდის ფეხბურთელებმა მხოლოდ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს. საბოლოოდ 4-3 ალიანს საქართველოს სასარგებლოდ.

 

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ვითიბი ბანკმა რომელმაც ავერსი დაამარცხა 3-0.

 

მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ საქრუსენერგო აღმოჩნდა. საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა. მიუხედავად ამისა, „მედიკოსები“ კვლავაც ინარჩუნებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას.


24.01.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

ბანკი რესპუბლიკა - თეთრი ქუდი 0-4

თბილისის მერია - BP GEORGIA  5-2

ბაქსვუდი - ალიანს საქართველო 3-4


ვითიბი ბანკი - ავერსი 3-0

ტატიშვილი - საქრუსენერგო 3-3


ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო), ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 12, ავთო ბუიღლიშვილი (ალიანს საქართველო), ნოდარ მაჭავარიანი (ვი თი ბი) - 6.


 საინტერესოდ წარიმართა VI ტურის შეხვედრები ოქროს ლიგაშიც. 


თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ვესტ ინვესტის დაძაბული დაპირისპირება, „ტრანსპორტელების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 4-1 დასრულდა. 

 

მოულოდნელი, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა კრედომ, რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და აქამდე უდანაკარგო საქართველოს ფოსტა დაამარცხა 5-1.

 

ასევე მოულოდნელი შედეგით დასრულდა შარშანდელი ფინალისტების, ნატახტარისა და ევროპაბეთის დაპირისპირება. წლევანდელი გათამაშების ფავორიტისა და აუტსაიდერის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს “ბუკმეიკერების“ მიერ მოპოვებული პირველი ქულაა.

 

ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება მომდევნო კვირას, 31 იანვარს გაიმართება - ერთმანეთს GWP და პატრული ეთამაშებიან.

 

24.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური

TTC – ვესტ ინვესტი 4-1

კრედო - საქართველოს ფოსტა 5-1

ნატახტარი - ევროპაბეთი 1-1


ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) – 15, ზურა ცერცავძე (კრედო) – 6, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 5

კვირას გაიმართა ტურის გამორჩეული ფეხბურთელების ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალიც. 

ვერცხლის ლიგის V ტურის საუკეთესო ფეხბურთელად „თეთრი ქუდის“ ლიდერი, გელა გუკასიანი დასახელდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური პრიზი გადაეცა. 

რაც შეეხება ოქროს ლიგის V ტურის გამორჩეულ ფეხბურთელს, ეს წოდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემტევს, კოტე ოდიკაძეს ერგო. მას დ. ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთ თვიანი ვაუჩერი გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“  და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო
access_time2021-08-03 13:00:59
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი...


მსგავსი სიახლეები

up