SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში VI ტურის შეხვედრები გაიმართება

SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში VI ტურის შეხვედრები გაიმართება

access_time2016-01-22 14:15:26

24 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, მიმდინარე წლის რიგით მეორე სათამაშო დღეს უმასპინძლებს. სეზონს ამჯერად კორპორატიული ლიგის გუნდები განაახლებენ. 

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის VI ტურის დაპირისპირებებებით აიღებს სტარტს. 

 

პირველები პარკეტზე ბანკი რესპუბლიკისა და თეთრი ქუდის გუნდები გავლენ. მნიშვნელოვანი ქულებისთვის მოუწევთ ბრძოლა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ თბილისის მერიისა და ბი პი ჯორჯიას გუნდებს. „მენავთობეებს“ მიმდინარე გათამაშებაში ჯერ მოგება არ უზეიმიათ და თუ ახლაც ვერ შეძლეს 3 ქულის მოპოვება, მათი საპლეიოფო შანსები მიზერულიღა დარჩება.

საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს ბაქსვუდის სკოლისა და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, ალიანს საქართველოს გუნდების დაპირისპირებაც.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ვითიბი ბანკისა და ავერსის გუნდები წარსდგებიან. 

ტურის დასკვნით შეხედრაში ერთმანეთს, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი და საქრუსენერგო დაუპირისპირდებიან.


24.01.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

11:00 ბანკი რესპუბლიკა - თეთრი ქუდი 

12:00 თბილისის მერია - BP GEORGIA 


13:00 ბაქსვუდი - ალიანს საქართველო 

14:00 ვითიბი ბანკი - ავერსი 

15:00 ტატიშვილი - საქრუსენერგო 


VI ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაშიც.

ტური 16:00 სთ-ზე, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ გუნდების, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ვესტ ინვესტის დაპირისპირებით დაიწყება. 

17:00 სთ-ზე საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლი კრედო, გათამაშების ერთ-ერთ ფავორტის საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება. 

სათამაშო დღეს, 18:00 სთ-ზე ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტების, ნატახტარისა და ევროპაბეთის დაპირისპირება დაასრულებს.

რაც შეეხება ამ ტურში გასამართ კიდევ ერთ დაპირისპირებას: GWP და საპატრულო პოლიციის გუნდები თავიანთ შეხვედრას 31 იანვარს გამართავენ.

24.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური

16:00 TTC – ვესტ ინვესტი

17:00 კრედო - საქართველოს ფოსტა 

18:00 ნატახტარი - ევროპაბეთი 


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“,  “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“  და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge  და გაზეთი „ლელო”.



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up