SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში პლეიოფები იწყება

SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში პლეიოფები იწყება

access_time2016-04-15 13:43:46

16 და 17 აპრილს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. ორ დღიანი სათამაშო დღის განმავლობაში 15 მატჩი გაიმართება, საიდანაც განსაკუთრებული ყურადღება ოქროს და ვერცხლის ლიგის საპლეიოფო დაპირისპირების პირველი რაუნდისკენ იქნება მიმართული.

 

შაბათი, ვერცხლის ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული სეზონის გამარჯვებული ალიანს საქართველო და საქრუსენერგო დაუპირისპირდებიან. კიდევ ერთი საპლეიოფო დაპირისპირება შედგება 21:00 სთ-ზე, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბანკი რესპუბლიკის გუნდის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

 

16.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I) 

 

12:00 ალიანს საქართველო - საქრუსენერგო 

21:00 ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა.

 

შაბათს გასამართი შეხვედრებიდან აღასანიშნავია ბავშვთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის დაპირისპირება ქუთაისის „მართვესა“ და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აღნიშნული ტურნირი პირველად იმართება და მასში ამ ეტაპზე 2003-04 წ.წ დაბადებულ ბავშვთა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას. ქუთათურების და უნივერსიტეტის გარდა, სადებიუტო გათამაშებაში ბაქსვუდის და 51-ე სკოლის გუნდები ასპარეზობენ.

 

16.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური

 

13:00 მართვე (ქუთ)  - UG

 

შაბათსვე გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა თიბისი ბანკისა და ბიპი ჯორჯიას გუნდებს შორის.

 

16.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

 

20:00 თიბისი ბანკი - BP GEORGIA

 

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, მეხუთე ტურის შეხვედრებს ჯვაროსნები-იმედი და თავდაცვის სამინისტროსა და სისი ლოუნის გუნდები გამართავენ.

 

16.04.2016. სუპერლიგა C. V ტური


 

14:00 სკ ჯვაროსნები - იმედი  

22:00 თავდაცვის სამინისტრო - CC LOAN.

 

კვირის სათამაშო დღე კიდევ უფრო დატვირთული იქნება. პირველები პარკეტზე თავდაცვის სამინისტროსა და ჯი პი აი ჰოლდინგის გუნდები გავლენ, რომლებიც სუპერლიგა C-ს IV ტურის გამოტოვებულ შეხვედრას გამართავენ. 

 

17.04.2016.სუპერლიგა C. IV ტური

 

10:00 თავდაცვის სამინისტრო  - ჯი პი აი ჰოლდინგი 

 

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგის III ტურის დარჩენილი სამი შეხვედრაც. ეროვნული ბანკი შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, ავერსი ლიბერთი ბანკთან ითამაშებს, ხოლო გათამაშების ფავორიტი ევროპაბეთი აჭარა ჯგუფთან გაარკვევს ურთიერთობას.

 

17.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

 

11:00 ეროვნული ბანკი - შემოსავლების სამსახური 

12:00 ავერსი - ლიბერთი ბანკი 

13:00 ევროპაბეთი - აჭარა ჯგუფი 

ვერცხლის ლიგაში 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება.  ვითიბი ბანკი - ბაქსვუდს დაუპირისპირდება, ხოლო თეთრი ქუდი თბილისის მერიის გუნდთან ითამაშებს.

 

17.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I)

 

14:00 ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 

 

15:00 თეთრი ქუდი - თბილისის მერია 

კვირა საღამო თასის 1/4 ფინალურ შეხვედრებს დაეთმობათ. ორივე თასის გათამაშებაში ბოლო ნახევარფინალისტების ვინაობა უნდა გაირკვეს. სუპერლიგის თასზე პსპ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდები იბრძოლებენ, ხოლო კორპორატიული ლიგის თასის ნახევარფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ვესტ ინვესტი და პატრული შეეცილებიან.

 

17.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4 ფინალი

 

20:00 FC PSP – FC TTC.

 

17.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4 ფინალი

 

21:00 ვესტ ინვესტი - პატრული

 

უქმეების სათამაშო დღეს ოქროს ლიგის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი საქართველოს ბანკთან გამართავს პირველი რაუნდის შეხვედრას.

 

17.04.2016.ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

 

22:00 GWP - საქართველოს ბანკი.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

 

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.



KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...


მსგავსი სიახლეები

up