SBM LEAGUE 2015/16: ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები იწყება

SBM LEAGUE 2015/16: ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები იწყება

access_time2016-05-27 16:18:43

27, 29 და 30 მაისს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს. სათამაშო კვირის მთავარი ინტრიგა ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებია, სადაც გამარჯვებული ორი მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს.


პლეიოფი სტარტს პარასკევს აიღებს - ერთმანეთს ოქროს ლიგის  მოქმედი ჩემპიონი ნატახტარი და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება


27.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (I)

21:00 ნატახტარი – GWP


პარასკევსვე გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მეექვსე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც. თიბისი ბანკი ავერსს დაუპირისპირდება, ხოლო შემოსავლების სამსახურის გუნდი ლიბერთი ბანკთან ითამაშებს.

27.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

20:00 თიბისი ბანკი - ავერსი

22:00 შემოსავლების სამსახური - ლიბერთი ბანკი

 

მთავარი მოვლენები ტრადიციულად კვირის სათამაშო დღეს გაიმართება, რომელსაც ბავშვთა ლიგის წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გახსნის. 51-ე სკოლის გუნდი საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება, ხოლო ბაქსვუდი ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდება.


29.05.2016. ბავშვთა ლიგა. VI ტური

11:00 51-ე სკოლა - UG

12:00 ბაქსვუდი - მართვე (ქუთ)

ნახევარფინალურ შეხვედრებს გამართავენ ვერცხლის ლიგის გუნდებიც. 13:00 სთ-ზე საქარუსენერგო თბილისის მერიას ეთამაშება, ხოლო 15:00სთ-ზე ვითიბი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას „საბანკო დერბი“ გაიმართება.


29.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I)


13:00 საქრუსენერგო - თბილისის მერია

15:00 ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

სუპერლიგა B-ს სადებიუტო სეზონის ფინალში გასასვლელად „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ - კასპის „გენერალი“ და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი -ევროკრედიტი იბრძოლებენ. მატჩები 14:00 და 16:00 სთ-ზე დაიწყება


29.05.2016. სუპერლიგა  B. 1/2 ფინალი (I)

14:00 GM-ჭიათურაგენერალი (კასპი)

16:00 CFCP - ევროკრედიტი

 კვირას გაიმართება ოქროს ლიგის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება. „კორპორატიული ლიგის თასის“ წლევანდელი გამარჯვებული საქართველოს ფოსტა პატრულს ეთამაშება.


29.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (I)

17:00 პატრული - საქართველოს ფოსტა

დღის მთავარი შეხვედრები კი რასაკვირველია სუპერლიგა A-ს 1/2 ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ უდაოდ სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი წარსდგება - 18:00 სთ-ზე პსპ შსს-ს ეთამაშება, ხოლო 19:00 სთ-ზე მფკ ტატიშვილისა და მფკ ნატახტარის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება.


29.05.2016. სუპერლიგა A. 1/2 ფინალი (I)

18:00  სკ პსპ - შსს

19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ ნატახტარი

სათამაშო დღეს ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა დაასრულებს - ევროპაბეთი ბიპი ჯორჯიას დაუპირისპირდება.


29.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

20:00 ევროპაბეთი – BP Georgia

ერთი შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს. სუპერლიგა C-ს მეშვიდე ტურის დაპირისპირებას ჯვაროსნები და ჯი პი აი ჰოლდინგი გამართავენ.


30.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური

21:00 სკ ჯვაროსნები - ჯიპიაი ჰოლდინგი

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .


მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.


სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

 

 



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up