SBM LEAGUE 2015/16: 20 მარტს სუპერლიგის თასის 1/8 ფინალები გაიმართება

SBM LEAGUE 2015/16: 20 მარტს სუპერლიგის თასის 1/8 ფინალები გაიმართება

access_time2016-03-18 12:45:23

18 და 20 მარტს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.


დღეს, სუპერლიგა C-ს მეორე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგანაც განსაკუთრებით საინტერესო ორი ლიდერის, ჯვაროსნების და სამტრედიის დაპირისპირება იქნება.


18.03.2016. სუპერლიგა C. II ტური


20:00 სკ ჯვაროსნები - სამტრედია

21:00 გრანდ გრუპი (მცხ) - ჯი პი აი ჰოლდინგი 

22:00 ტვ იმედი - თავდაცვის სამინისტრო 


უქმეების მთავარი ინტრიგა კი კვირას გასამართი სუპერლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრებია, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთი მატჩის ჯამში უნდა გაირკვეს.


სათასო ბატალიების მთავარი დაპირისპირება 16:00 სთ-ზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ სუპერლიგა A-ს ორი ფავორიტი, მფკ ტატიშვილი და სკ ჯვაროსნნები-ევექსი წარსდგებიან. სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია ასევე, სუპერლიგა B-ს ლიდერების, ტრადიციული მეტოქეების, ვივუსის და ევროკრედიტის დაპირისპირებაც. სუპერლიგა A-ს კიდევ ერთი ფავორიტი, მფკ ნატახტარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება. სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო საინტერესო იქნება ორი სხვადასხვა ლიგის გუნდების დაპირისპირება. პირველად ითამაშებენ ერთმანეთში შსს და ფერო და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი და კასპის „გენერალი“, რაც შეეხება სუპერლიგა A და B-ს ლიდერებს, პსპ-ს და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებას, ეს გუნდები წლების განმავლობაში არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. წელს კი ძალებს სხვადასხვა სტატუსით მოსინჯავენ.

 


20.03.2016. სუპერლიგის თასი. 1/8 . ფინალი

 

12:00 Vivus.ge – ევროკრედიტი

14:00 შსს - სკ ფერო

17:00 სდსს - მფკ ნატახტარი

18:00 FC TTC – მფკ გენერალი

15:00 CFCF - GM ჭიათურა

16:00 მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები

19:00 ვეტერანები - Unicredit.ge

20:00 UG – FC PSP

 

კვირასვე, სუპერლიგა C-ს გუნდები გამართავენ III ტურის ორ შეხვედრას.

 

20.03.2016. სუპერლიგა C. III ტური

 

11:00 თავდაცვის სამინისტრო – გრანდ გრუპი (მცხ)

13:00 ახპიური - სკ ჯვაროსნები.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 


ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music” მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

 




სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up