საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შეიძლება, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შეიძლება, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს

access_time2019-12-06 18:30:09

თბილისში მგზავრობისას შესაძლოა, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს - ამის შესახებ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.მისივე შეფასებით, „სისტრას“ ძალიან საინტერესო გეგმა აქვს და თუ მისი განხორციელება მოხერხდა, პრაქტიკულად მთლიანად მოიხსნება ტრანსპორტის თემა.


„მათ მიერ შემუშავებულ გეგმაში წერია, რომ ავტობუსები ივლიან გრძელ მარშრუტებზე, ძირითად არტერიებზე. პატარა მარშრუტებზე გადაადგილება კი, მათ შორის, უბნებიდან ხალხის გამოყვანა ან მეტროებიდან დიდი არტერიების მომარაგება მიკროავტობუსების ხარჯზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებაზე. ეს გულისხმობს, რომ თუ მგზავრი ავა მიკროავტობუსში, ხოლო შემდეგ ავტობუსში გადაჯდება, ფულს აღარ გადაიხდის და პირიქით.


„სისტრას“ სქემის მიხედვით, თუ ადამიანი პირობითად მეტროდან მიდის სახლის მიმართულებით, ჯერ მიკროავტობუსის მეშვეობით უნდა მივიდეს ძირითად არტერიამდე, შემდეგ უნდა გადაჯდეს ავტობუსში, ხოლო უბანში სახლამდე მისასვლელად კიდევ მიკროავტობუსი დასჭირდება. ამ გადაჯდომების ფონზე, რომ ტარიფი არ გაძვირდეს, საჭიროა ინტეგრირებული ტარიფის შემოღება.



ამასთან, გეგმის მიხედვით, მიკროავტობუსებში გადახდილი მგზავრობის საფასური წავა ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო მერია კომპანიას (მიკროავტობუსებს) გავლილი კილომეტრების მიხედვით გადაგვიხდის ფასს. ტარიფი იქნება ადეკვატური მათ შორის, რაღაც კოეფიციენტით მიბმული იქნება დოლარზე, საწვავის ფასზე და ა.შ. შედეგად, მგზავრობის საფასური ჩვენი აღარ იქნება და ტარიფი ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, მძღოლებიც ხელფასზე გადავლენ, ჩვენ ჩავუსხამთ საწვავს და ა.შ.,“-განაცხადა ასანიძემ.


მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს და შესაბამის კომპანიასთან კონკრეტული გეგმის შემუშავებასა და წარდგენაზე მუშაობს, რათა 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა, მისივე თქმით, არაერთი პრობლემაა, რამაც, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა. დირექტორის განცხადებით, კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.


თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, „ყველა ვარიანტს განიხილავს, გარდა ტარიფის ზრდისა. ამასთან, როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.


წყარო: bpn.ge





პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up