თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები 2023 წლის ბოლომდე სრულად მოეწყობა - ვიქტორ წილოსანი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები 2023 წლის ბოლომდე სრულად მოეწყობა - ვიქტორ წილოსანი

access_time2022-07-13 13:00:41

„საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დასრულება 2023 წლის ბოლომდეა დაგეგმილი,  როდესაც შეიკვრება ძირითადი დერეფანი, მაქსიმალური მოლოდინი იქნება 15 წუთი, საშუალო კი 5-7 წუთი“, — ამის შესახებ განაცხადა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა, გადაცემა „ბრენდი საქართველო” ლევან კობერიძესთან ერთად.


მისი თქმით, მოსაზრება, რომ ავტომობილების მფლობელებს „ვაიძულებთ ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდნენ, არასწორია“, წილოსანის განმარტებით, ქალაქის ურბანული სივრცე ყველა სეგმენტისთვის მორგებული უნდა იყოს.


„ოთხივე სეგმენტი - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტომობილებით, სქროლებით თუ სკუტერებით მოსარგებლეები და ფეხით მოსიარულეები, ამ ეტაპზე შესაძლოა უკმაყოფილონი არიან, მაგრამ რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია. ჩვენი მიზანია საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს თანაბრად გადავუნაწილოთ ურბანული სივრცე და შემდეგ თავად აირჩიონ როგორ გადაადგილდნენ.  



ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას როცა ვადარებთ, იქ განსხვავებული მიდგომაა. საქართველოში ყოველწლიურად 8%-ით იზრდება ავტომობილების რაოდენობა, მობილობა კი 30%-ით. ჩვენზე სამჯერ უფრო მეტია ევროპის ქვეყნებში მობილობა, ასევე ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს, თუმცა მოტორიზაციის კოეფიციენტი (კვირაში 5 დღე ან მეტი ავტომობილის გამოყენება) არის მხოლოდ 8%. ჩვენთან ავტომობილი ჰყავს 38%-ს, მოტორიზაციის კოეფიციენტი კი არის 35%. გამოდის, რომ ევროპაში ყოველდღიულად  ავტომფლობელებიდან მხოლოდ ყოველი მე-9 გამოიყენებს საკუთარ ტრანსპორტს, ჩვენთან კი 98%, ანუ ისინი ძირითადად გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რისი მიღწევაც საქართველოში გვსურს. 


ბევრი დეტალის გათვალისწინებით, მათ შორის ის, რომ ჩვენთან საოპერაციო ნაწილში ბიუჯეტი 70%-ს ასუბსიდირებს, დანარჩენს მოქალაქე იხდის, მივედით დასკვნამდე, რომ არსებული მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, გვქონდეს 10 ძირითადი დერეფანი სადაც თვრამმეტმეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, მეტრო კი იქნება შორ მანძილზე გადაადგილების საშუალება. იქ სადაც ნაკლები არის მგზავრთნაკადი და რელიეფიც დიდი ავტობუსებისთვის მიუღებელი, იმოძრავებდა მიკროავტობუსები. ფაქტობრივად არ არსებობს დასახლებული ადგილი, სადაც მაქსიმუმ 200 მეტრის რადიუსში არ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება მოლოდინის დროებს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემა, ყველა მოგვარდა და ახლა დარჩენილია დიდი დიღომი.


საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მიზანია, ადამიანებს მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ ერთი ადგილიდან მეორემდე ოპტიმალურად, ქალაქის ურბანული სივრციდან გამომდინარე სწრაფად გადაადგილდნენ, შემდეგ უკვე თავად გადაწყვიტონ ამისთვის რომელ ტრანსპორტს გამოიყენებენ“,  აღნიშნავს ვიქტორ წილოსანი.





იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up