„თავისუფალი საქართველო“ ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
„27 მაისს, 13:00 საათზე, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, მოთხოვნით: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და ზოგიერთი დაწესებულებისთვის საქმიანობის ნებართვის გაცემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე სრული ფიქციაა და უფრო მეტად ამძიმებს, ისედაც გართულებულ სოციალურ მდგომარეობას.
იმავდროულად, ეპიდემიოლოგების მხრიდან არაა მკაფიო რეკომენდაციები წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა ამ ეტაპზე გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკებს.
მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს, არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, შემოუერთდნენ მანიფესტაციას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.