საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის

access_time2020-05-11 22:07:59

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.


როგორც ბითაძემ აღნიშნა, ხაზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორივე ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.


„გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია. ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით, 15 ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს.



მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში ოთხი „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწიოს ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ“, - განაცხადა ბითაძემ.


რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის აღდგენის საკითხს, როგორც ბითაძე ამბობს, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება.


„ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ზედა ფენის ასფალტის დაგება ამ კვირის ბოლოს დაიწყება. მერე იქნება კოსმეტიკური სამუშაოები, ავტობუსების გაჩერებების დაყენება, განათების ბოძების მონტაჟის დასრულება და დახაზვითი სამუშაოები. ვფიქრობთ, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება, მათ შორის გამწვანებებით“, - განაცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up