„საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს სამუდამო გაქრობა ემუქრება“ - BASSIANI

„საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს სამუდამო გაქრობა ემუქრება“ - BASSIANI

access_time2020-10-05 13:50:55

„საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს, რომლებმაც ქალაქებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ახალი იდენტობა შესძინეს, სამუდამო გაქრობა ემუქრება. ამის პარალელურად, ტრადიციული საკლუბო ღამეების დროებითი ჩანაცვლებისთვის ახალი კონცეფციები იქმნება: იხსნება ვირტუალური კლუბები, ციფრული საცეკვაო მოედნები, ვიდეოსტრიმის პლატფორმები. სიმულაციური გარემოს მშენებლობა, საცეკვაო მოედნების ზონირება და სოციალური დისტანციით ცეკვა კიდევ უფრო ამძაფრებს შიშებს საკლუბო კულტურის აღსასრულზე“, — ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლუბი BASSIANI ავრცელებს.


BASSIANI განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


„გუშინ 6 წელი გავიდა, რაც BASSIANI-ის კარი გაიღო და თბილისის ეროვნული სტადიონის მიწისქვეშეთი, ათასობით ადამიანის ცეკვით მოყოლილი ისტორიების საზიარო სივრცედ იქცა. ექსვსი წლის მანძილზე ერთმანეთის ღირსების, ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობისთვის დაწყებული არაერთი ბრძოლა ვიხილეთ, რამაც პასუხისმგებლიანი, ზრუნვასა და სოლიდარობაზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობის რთული პროცესი შეუქცევადი გახადა.


6 თვის წინ, COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების ფონზე, საკუთარი ინიციატივით მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან მყარად გვაქვს გათავისებული, რომ თითოეული ჩვენგანის უპირველესი საზრუნავი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ერთობლივი ძალებით ვირუსის დამარცხება წარმოადგენს.


კორონავირუსის პანდემიამ მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, ამასთან ერთად განუზომელი ზიანი მიაყენა ადამიანებს, მათ ჯანმრთელობას და ეკონომიკას, ამასთან ერთად, სერიოზული გავლენა იქონია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. საგანგებო მდგომარეობის თანმდევმა პროცესებმა: იზოლაციის წესისა და სოციალური დისტანციის დანერგვამ, ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ და მკაცრი საკარანტინო წესების შემოღებამ საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ინდივიდების გაუცხოების პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. წლების მანძილზე რეპრესიული და ღირსებისშემლახავი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებამ, კრიზისის დროს კიდევ უფრო დაუმძიმა მოსახლეობას ყოფა, საგანგაშოდ გაზარდა უთასწორობა და სიღარიბე.



პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. საქართველოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის დახმარება თვეში 200 ლარის (50 ევრო) ოდენობით განისაზღვრა. ყოველგვარი სოციალური საჭიროებების გარეშე, შემთხვევითი დახმარების იმედად დარჩნენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები.
კრიზისმა კიდევ უფრო წინ წამოწია შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. შრომითი ურთიერთობების უგულველყოფამ მინიმალური სოციალური სარგებელის გარეშე დატოვა ჩვენ სფეროში დასაქმებული ადამიანების გარკვეული ნაწილი, რაც მყისიერ ცვლილებებსა და მოქმედებებს საჭიროებს.


მწვავე გლობალურ კრიზისს თან დაერთო რეგიონში სამხედრო მოქმედებების გააქტიურება. სამეზობლო, რომელიც ერთის მხრივ კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მეორეს მხრივ უკიდურესად პოლარიზებულია. ეთნიკური შუღლი და მტრობა კვლავ ყოველდღიურობის ნაწილია, რაც ერთობას შეუძლებელს ხდის. მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სამწუხარო მანიშნებელია, რომ ვერც საყოველთაო კრიზისი აღმოჩნდა აგრესიული ქმედებების შემაკავებელი.


თბილისის საცეკვაო მოედნის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ადამიანებისა დამეგობრებაა. გვჯერა, რომ ჩვენი განსხვავებულობის, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის, შერიგებისა და ნდობის მიღწევა შესაძლებელია. დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ნაცვლად, საზოგადოების კონსოლიდაციაზე ფიქრი უნდა გახდეს ჩვენი მიზანი, თანაბრად უნდა ვიზრუნოთ, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.


და ბოლოს, როდის გაიხსნება კლუბები?


მუსიკალური, საკლუბო და საფესტივალო კულტურა მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი გამოწვევის, სრული კოლაფსის წინაშე დგას. საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციისა და მუსიკის მოსასმენ სივრცეებს, რომლებმაც ქალაქებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ახალი იდენტობა შესძინეს, სამუდამო გაქრობა ემუქრება.


ამის პარალელურად, ტრადიციული საკლუბო ღამეების დროებითი ჩანაცვლებისთვის ახალი კონცეფციები იქმნება: იხსნება ვირტუალური კლუბები, ციფრული საცეკვაო მოედნები, ვიდეოსტრიმის პლატფორმები. სიმულაციური გარემოს მშენებლობა, საცეკვაო მოედნების ზონირება და სოციალური დისტანციით ცეკვა კიდევ უფრო ამძაფრებს შიშებს საკლუბო კულტურის აღსასრულზე.


ნათელია, რომ საკლუბო ღამეები ძველი ფორმით და შინაარსით ვერ დაბრუნდება, ამიტომ, სამომავლოდ საკლუბო კულტურის როლის განსაზღვირსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისტორიული წარსულის კრიტიკული გადააზრება.


მომავალი ბუნდოვანია, შესაბამისად უცნობია კიდევ როდის შევხვდებით, ან შევხვდებით თუ არა საერთოდ. ამიტომ, ერთადერთი, რაც დაგვრჩა უნდა დავიჯეროთ კრიზისის, რომელსაც წარსულ გამოცდილებასა და მიმდინარე გამოწვევებზე რეფლექსიის შემთხვევაში, სასიკეთო ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების მოტანა შეუძლია.


და ბოლოს, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ გლობალური მასშტაბით დროებით დახურულ უსაფრთხო და თავისუფალ სივრცეებს, კლუბის რეზიდენტებსა, ოჯახის ერთგულ წევრებს, არტისტებს, ქვიარ თემს და მოცეკვავეებს, ვის მეხსიერებაშიც საკლუბო მომენტები მოგონებების სახით ჯერ კიდევ ცოცხლობს“,  აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები:
BASSIANI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up