საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისს აგვისტოში ექნება – თარიღმა ისევ გადაიწია

საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისს აგვისტოში ექნება – თარიღმა ისევ გადაიწია

access_time2018-07-22 14:00:04

დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის თარიღმა უკვე მეორედ გადაიწია. შესაბამისად, საპირფარეშოებით ივლისის ბოლოს ვერც ადგილობრივი მოსახლეობა და ვერც ტურისტები ვეღარ ისარგებლებენ.


პროექტი, თავდაპირველად, გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, შემდეგ 2018 წლის ივლისის ბოლომდე, თუმცა როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუმარტეს, აუქციონში გამარჯვებული კომპანია „კონსალტინგ  გრუპის“ უფლებამონაცვლე „სითი ბოქსმა“ სააგენტოს ვადის გადაწევა ითხოვა.  ვინაიდან პრობლემები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციის ცვლილებას და მიწისქვეშა კომუნიკაციებს უკავშირდებოდა, კომპანიის ბრალეულობით გამოწვეული არ იყო, თბილისის მთავრობამ გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, შპს „სითი ბოქსს“ 16 რეტერატის განსათავსებლად ვადა მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე განესაზღვრა, ხოლო დანარჩენი 14-ის განსათავსებლად- ოქტომბრის ბოლომდე.


  • როგორი იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისში?

სსიპ ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი 2017 წლის მაისში გამართა. რეტერატების მოსაწყობად  30 ადგილი გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე  გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი და, ამასთან, ისინი უნდა აღიჭურვოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.  თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა–პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება  მოიჯარე, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის მანძილზე, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.


საზოგადოებრივი ტუალეტები პირველ ეტაპზე განთავსდება მეტროსადგურების: “დიდუბის” ქვედა და ზედა შესასვლელებთან, “ისნის”, “ავლაბრის”, “ნაძალადევის”, “სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მიმდებარედ.


ბაღებსა და პარკებში: ალექსანდრეს ბაღში; რიყის პარკში; აღმაშენებლის გამზირის №19-ში არსებულ სკვერში; დ. გურამიშვილის ქუჩაზე კიკვიძის ბაღში; კუს ტბასთან და კუს ტბის გზაზე რესტორან “რაჭას” მიმდებარედ; დიღმის მასივში, მაიაკოვსკის სახელობის სკვერში და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.


​ასევე, ქუჩებზე: ქეთევან წამებულის ქუჩის №76 მოპირდაპირე მხარეს, ც. დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ი. ჭავჭავაძის გამზირის №30-ის მიმდებარედ; ათონელის ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის №1-ის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე; დიღმის მასივში, ე. მიქელაძის ქუჩა №12-ში; სააკაძის მოედანზე; ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მის მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კომპანია “ყაზბეგის” ლუდის ქარხნის მიმდებარედ; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ და აგლაძის ქუჩაზე, ბაზრობის ზედა შესასვლელთან; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე „დეზერტირების ბაზრობის” მიმდებარედ; კახეთის გზატკეცილზე (ლილო); ა. წერეთლის გამზირზე “დინამოს” მიმდებარედ; ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე.



1 საპირფარეშოს ღირებულება დაზუსტებული არ არის, თუმცა მისი ფასი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.
საზოგადოებრივი საპირფარეშო ნაღდ ანგარიშსწორებაზე ან სპეციალურ ბარათებზე იმუშავევებს.

 

city.kvira.ge





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up