„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

access_time2022-09-30 13:06:19

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.

 

ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

 

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე,-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

 

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.


 

2022 წლის 1 სექტემბერს დაწყებული აუქციონი დღეს, 12 საათზე დასრულდა. კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.

 

ქონების საწყისი ღირებულება ₾65 მლნ-ს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა, ქონება კი ₾65.1 მლნ-ად გაიყიდა.  დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება ₾76.7 მლნ-ი გახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში, 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.

 

business-partner.ge 





„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up