„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

access_time2020-06-02 18:40:45

„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა.


როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-6,მე-7,მე-8 ადგილს იკავებს, რაც ძალიან დაბალია ამ თანხის პირობებში. ბიუჯეტთან ერთად მაუწყებელი იღებს სესხს,მთლიანობაში 100 მლნ ლარია წლიური ბიუჯეტი. ძალიან დიდ ციფრებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში ისეთი ქვეყანისთვის,როგორიც საქართველოა. ყველა ვცდილობთ,რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს კარგი, თუმცა რეიტინგის მაჩვენებლები და შედეგები, არ იძლევა ამ ციფრების დადასტურების საშუალებას,- აღნიშნავს ლევან კობერიძე.


მან ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე. ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით ლევან კობერიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღო.



საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გარანტირებული ბიუჯეტი. კანონში ჩაწერილია,რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის მშპ-ს არანაკლებ 0.14% უნდა გადაეცეს. წლიდან წლამდე,როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, თქვენი ბიუჯეტიც იზრდება და წელს ეს რიცხვი 69 მილიონია ჯამურად. ხომ არ თვლით,რომ არსებული მდგომარეობიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე,რაც დღეს ქვეყანაში დგას, უმჯობესია კანონში ამ ჩანაწერის შეცვლა. ხო არ დააყენებდით მენეჯმენტში ამ საკითხს,რომ თუნდაც შემდეგი 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ნორმა გადაიხედოს და ფიქსირებულ თანხაზე იყოს შეთანხმება,- მიმართა ლევან კობერიძემ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს.


ლევან კობერიძის განცხადებით,, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება პრობლემურია, ვინაიდან, ბუნდოვანია კრიტერიუმები. მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო ბაზრიდან 3 მილიონამდე ღირებულების რეკლამა წაართვა სხვა ტელევიზიებს.


საუბარი იყო იმაზე,რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის გამოყენების უფლება მისცემოდა. მახსოვს, ხაზგასმული იყო პოზიცია,რომ ეს იქნებოდა მენეჯმენტის სტიმულირებისთვის კარგი. მაშინ დავაფიქსირე პოზიცია,რომ სხვა კომერციულ ტელევიზიებს ამ ცვლილებების შედეგად, მოაკლდებოდათ შემოსავალი. იყო საუბარი იმაზეც,რომ გაჩნდებოდა ახალი სარეკლამო ბაზარი. 2017-2018 წლებში სარეკლამო ბაზარი არ გაიზარდა და იყო ორივე წელს 75 მილიონი ლარი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018 წელს 2,9 მლნ ლარის რეკლამა მიიღო, ეს ნიშნავს იმას,რომ ბაზარი არ გაზრდილა, მაგრამ მაუწყებელმა მთლიანი ბაზრიდან, დაახლოებით 3მლნ ლარი წამოიღო. -აღნიშნა კობერიძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up