საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის განმავლობაში 69 მლნ ლარს განკარგავს, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის გზით მიდის -  ლევან კობერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის განმავლობაში 69 მლნ ლარს განკარგავს, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის გზით მიდის - ლევან კობერიძე

access_time2020-09-11 12:00:01

„საზოგადოებრივი მაუწყებელი 69 მლნ ლარს განკარგავს წლის განმავლობაში, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის გზით მიდის“,  - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ისაუბრა.


მისი განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, როგორც თავისი შინაარსიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველს, ფინანსური თვალსაზრისით  უნდა დაეყენებინა სამეურვეო საბჭოს საკითხი, იმასთან დაკავშირებით, რომ  წლის  განმავლობაში ეს ბიუჯეტი შემცირებულიყო და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური ყოფილიყო,  თუმცა სამეურვეო საბჭოსგან ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ არის.


„მესმის, რომ შემდეგ კიდევ იქნება საუბარი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე თითქმის  წლის  ¾ გავიდა მაგრამ დაგეგმარებიდან გამომდინარე  ეს საკითხი ამ დროის განმავლობაში უფრო  კონკრეტულად უნდა დამდგარიყო. მე  კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამხოლოდ  ამ  პარალმენტში, არამედ შემდეგ პარლამენტშიც ვაკის ოლქის მოსახლეობა, სადაც მე  „ლელოს“ სახელით კენჭს  ვიყრი, მეც და ჩვენ პარტიასაც გვენდობა და აუცილებლად ვიქნები შემდეგი და მერეც მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აღარაფერი ვთქვა რეიტინგებზე, პრაქტიკულად  სახარბიელო სიტუაცია არ აქვს, მე  ვფიქრობ, რომ ის რეიტინგები ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის არაადეკვატურია“, -  აღნიშნავს  კობერიძე.


კობერიძე ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე გადაცემა ნამდვილად საინტერესოა,  თუმცა მისივე განმარტებით საბოლოო ჯამში ყველაფერი რეიტინგებით იზომება და შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებელის რეიტინგი ბიუჯეტთან  მიმართებაში არაადეკვატურია. კობერიძე ასევე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ბიუჯეტი თითქმის საქართველოს რიგით მეორე  ქალაქის ქუთაისის ბიუჯეტის ტოლია.


„გავიდა  თითქმის 4 წელი ვხედავთ, რომ არც რეიტინგია, ბიუჯეტი ყოველ წელს  იხარჯება, 4 წლის მანძილზე თითქმის 200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. პირდაპირი ბიუჯეტიდან გაწერილ თანხებს ვგულისხმობ და არც ერთ წელს თქვენ არანაირი დანაზოგი არ გქონიათ, თუ  გქონდათ  გადადიოდა მეორე წელში, სხვათაშორის გამონაკლისი ორგანიზაცია ხართ, რომელსაც თუკი რაიმე მოგრჩათ, ბიუჯეტში არაფერი დაგიბრუნებიათ და შესაბამისად შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ.


კიდევ ერთხელ ვამბობ,  თქვენი ამ პოზიციების და  იმის მიუხედავად, რომ  შეკითხვებს ყოველთვის ისმენთ ხოლმე და შეძლებისდაგვარად პასუხებს  ყოველთვის  იძლევით, მთლიანი შედეგები არ გაძლევთ იმის  საშუალებას, რომ  უკვე მეოთხე  წელია  ცოტა უფრო წელგამართულად უპასუხოთ საზოგადოების მხრიდან დასმულ კითხვებს. 



კარგიც უნდა აღვნიშნოთ თქვენი საინფორმაციო პორტალი 1tv.ge რომელითაც  მეც ნამდვილად ვსარგებლობ და მაგალითისთვის ვიტყოდი პარლამენტში მომუშავე  ჟურნალისტი თეონა მანაგაძე იმდენად აქტიურია, რომ რაც ხდება პარლამენტში ოპერატიულად იდება, ამისთვის მე მას და თქვენც მადლობას  გიხდით , მაგრამ 69 მილიონს იმისთვის თუ ხარჯავთ, რომ მხოლოდ ციფრული სააგენტო იყოს, მემგონი ცოტა სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროა რომ კონკრეტულ პასუხებს  ვერ  ვიღებ“, -  აღნიშნავს ლევან კობერიძე.


კობერიძის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, დირექტორის აპარატის და დაქვემდებარებული სამსახურების ხარჯი ჯამურად თითქმის 4 500 000 ლარზე  მეტს შეადგენს.


„როცა საფინასო საბიუჯეტო კომიტეტში ვარ,  ციფრებზე უნდა ვისაუბროთ ,თქვენი არგუმენტები სამწუხაროდ წლიდან წლამდე იგივე რჩებადა  ვისმენთ  იგივე  პასუხებს. რეიტინგებზე ოპტიმისტურს ვერაფერს ვისმენთ, გენერალური დირექტორიც თავისი სურვილითგადადგა. მე  ვისურვებდი და ეს საზოგადოების პატივისცემაც იქნებოდა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის ანგარიშის დროს ის პარლამენტშიმოვიდეს და თქვენ ყველა კითხვაზე, როცა კი დაგჭირდებათ იტყვით, რომ სამეურვეო საბჭოს ეს თემა  არ ეხება. ჩენ გვინდა ამ დანახარჯების უფრო მკაფიო  ფინანსური შეფასებები.


მე პირაპირ ვამბობ, რომ ნებისმიერ კერძო არხზე, სახელმწიფომ რომ გამოაცხადოს  ტენდერი და თქვას, რომ აი ამ  რეიტინგებით  რაც  ეხლა საზოგადოებრივ  მაუწყებელს  აქვს აი ესეთი რეიტინგის ტელევიზია გამიკეთეთ და ლოტად დაახლოებით 15 – 20 მილიონი  ლარი გამოიტანოს, დამერწმუნეთ რომ ასეთ რეიტინგებს ნებისმიერი  ტელევიზია, სახელმწიფოს  მხრიდან გარკვეული ვალდებულებებით  ცალკე  გააკეთებს და შექმნის“, - აღნიშნავს  ლევან  კობერიძე.


კობერიძის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებელიროგორც სხვა ნებისმიერი  საბიუჯეტო ორგანიზაცია,  ყოველ წელს უნდა  წარმოადგენდეს გეგმას, თუ რას მიაღწევს მაუწყებელი  ყოველ წელს და რა სჭირდება ამისთვის.


„ყოველ წელს ესეთი თანხა გჭირდებათ? პირველ წელს გავიგეთ, რომ ტექნიკური  გადაიარაღება გჭირდებოდათ,  მერე მეგა შოუები, შემდეგ მანქანები. ჯამში რომ დავთვალოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ რეიტინგებით  ერთერთ ყველაზე  დაბალ რეიტინგულ არხად რჩება და ქვეყნის ბიუჯეტი პირდაპირ  ვამბობ ამ  უძირო ქვევრში ისხმება.


მე მახსოვს 2016 წელს საუბრობდა მენეჯმენტი, რომ აი ნახეთ ახალი მენეჯმენტი მოვიდა და  როგორ შევცვლით, კერძო ტელევიზიების სარეკლამო ბაზართანაც მოითხოვეთ წვდომა და მიმტკიცებდით თქვენც, მენეჯმენტიც და „ქართული ოცნების“ ჩემი ყოფილი კოლეგებიც, რომ ეს თურმე  სადღაც ახალ ბაზარს შექმნიდა და არ  წაართმევდა სხვა  მაუწყებლებს.


ნახეთ სტატისტიკა, 4  წელი გავიდა ზუსტად მას  შემდეგ, რაც კერძო  არხებს დაახლოებით 3 მილიონ ლარზე წაართვით ერთ წელს, მეორე  წელს 1 700 000 ლარზე  მეტი.  ეს  არის ზუსტად  ის თანხები, რომლებიც კიდევ  ორ საშუალო ზომის  ტელევიზიას შეინახავდა ქვეყანაში და  რეალურად სასესხო ვალდებულებები კიდევ ბიუჯეტიდან მიგაქვთ. აღებული გაქვთ 45 მილიონ ლარზე  მეტი და ეს ყველაფერი, რომ  შედეგში აისახებოდეს კი ბატონო ვიტყოდით, რომ აი შედეგი დადგა, მაგრამ შედეგი არ  არის. ამ  ქვეყანაში ყველაფერი როდესმე ციფრებით ხომ უნდა გაიზომოს და არა ემოციებით“, - აღნიშნავს კობერიძე.

 

თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up