საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე 23 ათასი მოქალაქეა დასაქმებული,100-ზე მეტს კი ხელშეკრულება შეუწყდა - ჯანდაცვის მინისტრი

საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე 23 ათასი მოქალაქეა დასაქმებული,100-ზე მეტს კი ხელშეკრულება შეუწყდა - ჯანდაცვის მინისტრი

access_time2022-09-23 14:00:50

საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე 23 ათასი მოქალაქეა დასაქმებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით, აღნიშნული პროგრამის განხილვაზე დაიბარეს.


„20 სექტემბრის მონაცემებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე 23 ათასი მოქალაქეა დასაქმებული. დასაქმებულთაგან 100-ზე მეტს სხვადასხვა მიზეზით უკვე შეუწყდა ხელშეკრულება.


საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით.


საზოგადოებრივი სამუშაოების ქვე-პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულება. მათთან კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლეს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ სუფთავდება და წესრიგდება 550-მდე საბავშვო ბაღის ეზო, 300-სზე მეტი სკვერი და პარკი და 160-ზე მეტი სპორტული მოედანი ყველა მუნიციპალიტეტში.
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500-მდე კმ. სანიაღვრე არხი. ასევე, მოწესრიგდა და დასუფთავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ნარჩენებისგან გაიწმინდა, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა, ბალახები და ბუჩქები მოიჭრა დასახლებული პუნქტების გზების ნაპირებსა და მიმდებარე ფერდობებზე.
  • საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.
  • 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 532 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოვლასა და მოწესრიგებაზე, ასევე ბავშვებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნზე.
  • მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში“,  განმარტა ზურაბ აზარაშვილმა.



პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის კითხვაზე, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის რომელ ეფექტიანობაზეა საუბრი, როდესაც რიგი სკოლები 7 მეეზოვეს და დამლაგებელს ამატებენ, აზარაშვილი განამარტავს, რომ აღნიშნული მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.


„არ ვიცი, აქ რა პრობლემაა, სკოლის შენობის ეზოს ტერიტორიის დასუფთავებას, რომ 7 მეეზოვე აკეთებდეს რა პრობლემაა? ან რა პრობლემაა 5 დამლაგებელი ალაგებდეს სკოლას, რა პრობლემაა? ამ შემთხვევაში დამატებით 5 დამლაგებელი და 7 მეეზოვე ყოველდღე გამოდიან სახლიდან და ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, უფრო მეტ კვალიფიკაციას და გამოცდილებას შეიძენენ და შემდეგ შეიძლება სხვაგან დასაქმდნენ“,- აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.


მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის შედეგი ორმაგია: მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.


საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის 1-ლ მარტს ამოქმედდა და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიანი პროფესიული კურსების ორგანიზებას და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას. ამ შეთავაზებებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები, 4 წლის განმავლობაში, ყველა იმ სარგებელს ინარჩუნებენ, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს.





ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up