საზოგადოებასთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრენდისთვის - ელდარ პირმისაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრენდისთვის - ელდარ პირმისაშვილი

access_time2018-11-07 15:00:00

ბოლო დროს უფრო ხშირად გაიგებთ სიტყვას საზოგადოებასთან ურთიერთობა ან პიარი (Public Relations -PR შემოკლებულ აბრევიატურას). საქართველოს რეალობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებიც პოპულარულები და მოთხოვნადები გახდნენ. მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობა სავსებით შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სამყაროში ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან სფეროდ.

რატომ არის საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას? ამ თემაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ელდარ პირმისაშვილს ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, მოგვიყევით როდის დაინტერესდით საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებით და რატომ ?
მთელ მსოფლიოში საზოგადოებასთან ურთიერთობას (პიარს) ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. გამოკითხვების მიხედვით, ბრენდის და ორგანიზაციის რეპუტაციის გაძლიერების საკითხებში საზოგადოებასთან ურთიერთობას გადამწყვეტი როლი აქვს, დანახარჯებიც მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებასთან ურთიერთობების აქტივობებზე ყოველწლიურად იზრდება.

აბიტურიენტი ვიყავი, როცა ამ პროფესიის შესახებ გავიგე. თავიდან, გაუცნობიერებლად ჩავაბარე პიარსპეციალობაზე. ამ პროფესიის შესახებ ზოგადი ცოდნა ინტერნეტის მეშვეობით დავაგროვე და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ წაკითხული მქონდა ერთი წიგნი, „სემ ბლექის“. საერთოდ, რაც მაინტერესებს ვცდილობ სიღრმისეულად შევისწავლო. საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების განხრით დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გავიარე თხუთმეტამდე ტრენინგი, იმ მიზნით, რომ შემესწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა და მაგალითები. შემდეგ მალევე დავიწყე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემაში ამოვიკითხე კომპეტენტური რომ გიწოდონ კონრეტულ საკითხში 30-ზე მეტი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხულიო. თხუთმეტი წლის წინ ინტერნეტ რესურსები და წიგნები არ იყო ხელმისაწვდომი როგორც დღეს, თუმცა მაინც ვახერხებდი წიგნების გამოწერას და კითხვას. სულ ვამბობ განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროფესიისთვის და მხოლოდ პრაქტიკა არ გვაძლევს სათანადო შედეგს.

როდის და როგორ მიაღწიეთ პირველ წარმატებას და რას საქმიანობთ ახლა ?
მეოთხე კურსზე ვიყავი როდესაც უნივერსიტეტიდან გამიშვეს პრაქტიკაზე და ცოტა ხანში შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა. მეგობრებთან ერთად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ევროპულ ასოციაციასთან ერთად, ვიმოგზაურე ევროპაში და გავიარე ძალიან სიანტერესო კურსები. 10 წლის წინ, თანამოაზრეებმა შევქმენით სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო, დავიწყეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების მომზადება, ბრენდების და კომპანიების კონსულტირება კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. დღეისთვის, ჩვენი პროექტების დამკვეთები ისეთ მსხვილი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციები არიან, როგორიც არის გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.

რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი?
ძირითადად ჩემი კომპეტენცია მაინც სტრატეგიულ დაგეგმვას და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტირებას უკავშირდება. შვიდი წლის წინ, გამოკითხვა ჩავატარეთ საიდანაც გავიგეთ რა არის პიარში ყველაზე მნიშველოვანი. ეს არის გრძელვადიანი საკომუნიკაციო (პიარ) გეგმის მომზადება და განხორციელება. სწორედ ამიტომ მოვამზადე მცირე ზომის სახელმძღვანელო - „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“, რომელიც ძალიან პრაქტიკული გამოვიდა. ამ ნაშრომის მიხედვით, ორგანიზაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის გეგმებს ვუმზადებთ და მნიშვნელოვან შედეგზე გავდივართ. დაგეგმვის და კომპეტენტური მრჩეველის გარეშე მნიშველოვანი შედეგების მიღწევა ბრენდისთვის ძალიან რთულია, ამიტომ ჩემი ძირითადი დაკვეთა საკომუნიკაციო - საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების მომზადებაზე და იმ რჩევებზე მოდის, რომლითაც ვეხმარები ორგანიზაციებს და მათ ხელმძღვანელებს მათი კომუნიკაცია მიზნობრივ ჯგუფზე მორგებული და ეფექტიანი იყოს.


(R)







ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up